არიზონას გუბერნატორმა 10 მაისს ნუნჩაკებზე აკრძალვა გააუქმა. ის 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა ამ შტატში მთელი ამერიკის მასშტაბით იარაღის ტარების ყველაზე მსუბუქი კანონი მოქმედებს. არიზონას გარდა, ნუნჩაკები კიდევ რამდენიმე შტატში აკრძალეს - ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და მასაჩუსეტსში.
ნუნჩაკი (ნუნჩაკუ) - იაპონური ცივი იარაღია. ის ორი მრგვალი მოკლე ჯოხისგან შედგება, რომელიც ჯაჭვით ან თასმითაა შეერთებული. აშშ-ში ნუნჩაკები პოპულარული ბრიუს ლის ფილმების შემდეგ გახდა. 1970-იანი წლებიდან, ბავშვები და მოზარდები ხშირად ატარებდნენ ნუნჩაკებს და ერთმანეთს იაპონური იარაღით ეჩხუბებოდნენ. დაფიქსირდა მოზარდის სიკვდილის რამდენიმე ფაქტიც. ამის შემდეგ ზოგიერთ შტატში ნუნჩაკი„სასიკვდილო იარაღად“ აღიარეს.
ნუნჩაკების ლეგალიზაციის ინიციატივა ბრძოლის ხელოვნების მასწავლებლებს ეკუთვნით. აკრძალვის გაუქმებას მხარი არიზონას შტატის გუბერნატორმა ჯეიმს გოუენმა დაუჭირა. მისი თქმით, ნუნჩაკები თავდაცვის იარაღი და იაპონური ბრძოლის ხელოვნების განუყრელი ნაწილია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment