Pages

Thursday, May 9, 2019

გამომძიებლები ვანო მერაბიშვილს ციხეში გამოკითხავენ

გამომძიებლები ვანო მერაბიშვილს ციხეში გამოკითხავენ
ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხა­ვენ. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი N9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ად­ვო­კა­ტის თან­დას­წრე­ბით, ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს გა­მო­კი­თხა­ვენ.
.

გა­მო­კი­თხვა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტარ­დე­ბა. 2019 წლის 21 მარტს, ად­ვო­კატ­მა წე­რი­ლო­ბი­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და ერთ -ერთ პუნ­ქტად მო­ი­თხო­ვა, რომ გა­მო­ი­კი­თხოს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი და გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა დად­გინ­დეს, შე­უძ­ლია თუ არა მას პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა 2014 წლის 3 იან­ვარს ჩა­მო­არ­თვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივ­ნისს, იგი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მას არ შე­უძ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაყ­ვა­ნა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი.
სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ამოც­ნო­ბა არ ტარ­დე­ბა, ხოლო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამოც­ნო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, თუ ამომცნო­ბი მი­უ­თი­თებს ისეთ ნი­შან-თვი­სე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სი არ არის ამო­საც­ნო­ბი ობი­ექ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სათ­ვის. ამ­დე­ნად, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ამოც­ნო­ბის ჩა­ტა­რე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, 2018 წლის 12 ივ­ლისს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნახ­ლდა გა­მო­ძი­ე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi,ge

No comments:

Post a Comment