Pages

Thursday, May 9, 2019

Amazon-ს უდიერი მოპყრობისთვის უჩივიან

ამერიკელი ქალი Amazon-ს უჩივის. მიზეზი ფეხმძიმობის დროს სამსახურიდან გათავისუფლებაა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემა Cnet-ის ინფორმაციით, ონლაინ ვაჭრობის ამერიკულ გიგანტს ბოლო 8 წლის განმავლობაში მსგავსი ბრალდება შვიდჯერ წაუყენეს. 
გამოცემის ინფორმაციით, ყველა ეს ქალი აცხადებს, რომ Amazon-ი მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ Amazon-მა განაცხადა, რომ ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა კომპანიაში არ დაფიქსირებულა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment