Pages

Tuesday, May 21, 2019

რუსეთმა აშშ-ში ნავთობის მიწოდება გაზარდა

რუსეთმა აშშ-ში ნავთობის მიწოდება მკვეთრად გაზარდა - წერს bloomberg-ი.
სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლს მაისის პირველ ნახევარში რუსეთმა აშშ-ს 5 მილიონი ბარელი ნავთობი მიაწოდა. აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განცხადებით, საწარმოები გეგმავენ, რუსეთიდან სამჯერ მეტი ნავთობი მიიღონ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ექსპერტების შეფასებთ, რუსეთიდან აშშ-ში ნავთობის ექსპორტის მოცულობა სხვა ქვეყნებიდან მიწოდების ხარჯზე გაიზარდა. 
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ჩინური პროდუქციის გარკვეულ კატეგორიებზე გადასახადების 10%-დან 25%-მდე გაზრდის შესახებ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ცვლილება გამოიწვია, - წერს - Reuters-ი. 
აშშ-ის სანქციების გამო ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის - წერს Reuters-ი ირანის მაღალი თანამდებობის ჩინოსანზე დაყრდნობით.
ირანის ნავთობის ექსპორტი მაისში 24 საათში 500 000 ბარელამდე დაეცა.  ვითარება გაუარესდა აშშ-ის სანქციებს შემდეგ. 
16 მაისს ირანულმა ტანკერმა ჩინეთის ქალაქ ჩჯოუშანთან ნავთობი გადაზიდა, - წერს გამოცემა Reuters-ი.  ირანმა ჩინეთს ნედლეული აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მიაწოდა. ტანკერ Marshal Z-ე დაახლოებით 130 ათასი ტონა ნავთობი იყო. 
გასულ კვირას აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. 
როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა. 
რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment