ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დღეს კვლევის მეორე ნაწილი გამოაქვეყნეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ინსტიტუტების შეფასების ნაწილში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს. მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 20%, კარგად 41%, ცუდად კი 21% აფასებს.
მეორე ადგილზეა იუსტიციის სახლები, რესპონდენტთა 12% მათ საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, კარგად 47%, ცუდად კი 27%.
საქართველოს ჯარს ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 8%, კარგად 47%, ცუდად კი - 26 %.
რაც შეეხება პოლიციას, გამოკითხულთა 6% მის საქმიანობას ძალიან კარგად, 42% კარგად, 34% საშუალოდ, 12% ცუდად აფასებს.
კვლევის შედეგების მიხედვით მთავარი პროკურატურის საქმიანობას რესპონდენტთა 1% ძალიან კარგად, 13% კარგად, 33% საშუალოდ, 21% ცუდად აფასებს.
რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად, 40% საშუალოდ, 31% ცუდად, 9% კი ძალიან ცუდად აფასებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.
კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment