ტაილანდის მეფემ ცოლად შეირთო პირადი დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და დედოფლის წოდება მიანიჭა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
66 წლის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი კონსტიტუციური მონარქი მამის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს გახდა. ის სამჯერ იყო დაქორწინებული და სამივე ცოლს დაშორდა. მეფეს 7 შვილი ჰყავს.
სამეფო კარის განცხადებაში ღნიშნულია, რომ მეფემ გადაწყვიტა, გენერალ სუთიდა ვაჯირალონგკორნ ნა აიდუიას დედოფალი სუთიდა ეწოდოს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დედოფალი სუთიდა მეფის პარტნიორი უკვე დიდი ხანია არის, საზოგადოებაში მათ ერთად წლების მანძილზე ხედავენ, თუმცა რომანის შესახებ ოფიციალურად არავის უსაუბრია.
საქორწინო ცერემონიალის კადრები ტაილანდურმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. ქორწილს სამეფო ოჯახის წევრები და სასახლის მრჩევლები ესწრებოდნენ. კადრებში ჩანს, რომ მეფემ დედოფალს თავზე წმინდა წყალი დაასხა, შემდეგ კი წყვილმა ქორწინების დოკუმენტს ხელი მოაწერა
ambebi.ge
No comments:
Post a Comment