თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი იქნებიან.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები ქართველ მწერლებთან ერთად შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს გამართავენ.
ფინეთის, როგორც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევა ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ფინურ-შვედური გამომცემლობის Forlaget ხელმძღვანელი ფრედრიკ რაჰკა, რომელიც საქართველოში კარგად ცნობილი საბავშვო მწერლის ტუვე იანსონის გამომცემელი და „მუმინ ჩერიქთერზის“ (Moomin Characters) საგამომცემლო დირექტორია.
ფესტივალის ფარგლებში ფრედრიკ რაჰკა გამართავს შეხვედრას, სადაც ტუვე იანსონისა და „მუმინების“ თავგადასავლისა და წარმატების შესახებ ისაუბრებს.
ასევე, უკვე ცნობილია 2020 წლის, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაც - ამ სტატუსს თურქეთი 2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს.
თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს.
30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment