Pages

Tuesday, May 28, 2019

მეგან მარკლის ძმა: დის ქორწინებამ ცხოვრება დამინგრია

სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლის ძმა ტომას მარკლი აცხადებს, რომ ჰარისა და მეგანის ქორწინებამ მას ცხოვრება დაუნგრია. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.
ტომასის თქმით, ახლა მისი ოჯახი ყურადღების ცენტრშია. „ჩემი თითოეული ნაბიჯი დეტალური განხილვის საგანი ხდება. ჩემს შესახებ ამბობენ ძალიან ბევრ ტყუილს“, - აცხადებს ჰერცოგინიას ძმა.
მისივე თქმით, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას სამსახურის დატოვება მოუხდა, ახალი სამსახურის მოძებნაში კი ხელს მედიასაშუალებები უშლიან. ტომასი აცხადებს, რომ პრესაში მისი სახელის ხშირი ხსენების გამო დამსაქმებლებს მისი სამსახურში აყვანა არ სურთ.
გარდა ამისა, მეგან მარკლის ძმის განცხადებით, მას საცხოვრებელი სახლის ქირაობაზეც უარს ეუბნებიან, რის გამოც მისი ოჯახი ბოლო ორი თვეა სასტუმროში ცხოვრობს.
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობის შესახებ 2017 წლის 27 ნოემბერს გახდა ცნობილი. მათ 6 მაისს ბიჭი შეეძინათ. მეგან მარკლის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 15 ოქტომბერს გავრცელდა. წყვილმა 2018 წლის 19 მაისს იქორწინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment