Pages

Tuesday, May 28, 2019

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: პოროშენკოს ადმინისტრაციამ საიდუმლო მასალების სერვერები წაიღო

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსანდრ დანილიუკის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტუაციური ოთახიდან სერვერები და მონიტორები დაიკარგა. მისი თქმით, ამ სერვერებზე ინახებოდა საიდუმლო წყაროების მიერ უკრაინის ხელისუფლებისთვის მიწოდებული საიდუმლო შინაარსის ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო არხებით იყო მოპოვებული. ამის შესახებ დანილიუკმა Facebook-ზე ვიდეო განათავსა.
"ყველაფერი მაშინ მოხსნეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა", - თქვა უშიშროების საბჭოს მდივანმა. 
პეტრო პოროშენკოს პრესსპიკერის სვიატოსლავ ცეგოლკოს განცხადებით, სიტუაციურ ოთახში არსებული სრული ტექნიკა პირადად პეტრო პოროშენკოს მიერ იყო ნაქირავები, მისი წასვლის შემდეგ კი ტექნიკა მეიჯარეს დაუბრუნდა. ამასთან, პრესსპიკერის თქმით, სერვერებზე არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ ყოფილა. 
ალექსანდრ დანილიუკი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად 28 მაისს დაინიშნა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment