Pages

Sunday, May 12, 2019

კლიმატის ცვლილება ლონდონში დედებმა შვილებთან ერთად გააპროტესტეს

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით ლონდონში მორიგი მასშტაბური აქცია მოეწყო. მასში დედები შვილებთან ერთად მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის დედაქალაქში გარემოს დამცველმა აქტივისტებმა დემონსტრაციაზე 11 წლის ბავშვებიც გამოიყვანეს, რაც მათ თქმით, 2030 წლამდე დარჩენილი 11 წლის სიმბოლოა, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, რიგი მეცნიერების მტკიცებით, ჩვენს პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. აქცია ეძღვნებოდა გაეროს ბოლო ანგარიშს, რომლის თანახმადაც მსოფლიოში არსებული 8 მილიონამდე ბიოლოგიური სახეობიდან მილიონზე მეტს ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გადაშენება ემუქრება. სპეციალისტების განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანაკარგი პლანეტისთვის.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო მარშის მიზანი არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, არამედ ბიზნესმენებისთვის ხმის მიწვდენა იყო, რათა მათ ისეთი პროექტების დაფინანსება შეწყვიტონ, რომლებიც გარემოს აზიანებს.
მსგავსი აქცია ბრიუსელშიც გაიმართა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment