Pages

Sunday, May 12, 2019

აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს? - ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ბრძოლა გამწვავდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 21 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის" წინ, ად­გი­ლობ­რივ კლა­ნებს შო­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ისევ გამ­წვავ­და. "ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი", ჯან­მრთე­ლო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, მოს­კო­ვის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას უეც­რად მე­ტყვე­ლე­ბა წა­ერ­თვა, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს ინ­სულ­ტის ნიშ­ნებს არ ჰგავ­და. სო­ხუმ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ას­ლან ბჟა­ნია მო­წამ­ლეს და ამის უკან, რაულ ხა­ჯიმ­ბა და მისი კლა­ნი დგას. ისი­ნი ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის კლა­ნის "ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით", ას­ლან ბჟა­ნი­ას მოს­კოვ­ში ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კოსს ინ­სულ­ტი ჰქონ­და, რის გა­მოც, მოს­კოვ­ში ნევ­რო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.
"არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი, ას­ლან ბჟა­ნია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­და, მო­წამ­ლეს. ბჟა­ნი­ას­თან ერ­თად, ზუს­ტად იმა­ვე სიმტპო­მე­ბით, მოს­კო­ვის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მისი დაც­ვის ორი წევ­რიც. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ბჟა­ნი­ას ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია ჰქონ­და, იგი­ვე ვერ ექ­ნე­ბო­დათ მის დაც­ვის წევ­რებს", - წერს ekhokavkaza.com.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თუმ­ცა, მოს­კოვ­ში აფხა­ზი ექი­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ა­კე­თა გა­ცხა­დე­ბა, რომ ბჟა­ნი­ას ვირუ­სი აქვს და მეტი არა­ფე­რი. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ამ გან­ცხა­დე­ბამ ეჭვი კი­დევ უფრო გა­უმ­ყა­რა - მათი თქმით, რაულ ხა­ჯიმ­ბამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, ექი­მებს პირ­და­პირ მოს­თხო­ვა მსგავ­სი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა.
აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი შამ­ბა აცხა­დებს, რომ ამ ფაქ­ტის გარ­შე­მო უამ­რა­ვი კი­თხვა არ­სე­ბობს და ოდეს­მე ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ლუ­ლი ცხა­დი ხდე­ბა, მთა­ვა­რია, გვი­ა­ნი არ იყოს.
"ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ეჩ­ვია იმას, რომ ამა თუ იმ ლი­დერს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს სხვა­დას­ხვა გზე­ბით ჩა­მო­ა­შო­რე­ბენ ხოლ­მე", - აღ­ნიშ­ნა მან.
შამ­ბას გან­ცხა­დე­ბამ აფხა­ზი ექი­მე­ბი აღაშ­ფო­თა. მათი თქმით, თუ მას კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს, შე­უძ­ლია პირ­და­პირ ილა­პა­რა­კოს. რო­გორც აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს-მდი­ვა­ნი, რუს­თამ ზან­თა­რია აცხა­დებს, ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, რად­გან ცნო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა, "რუსი ექი­მე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვთ".
eadaily.com-ის ცნო­ბით, ას­ლან ბჟა­ნია პირ­ველ დღე­ებ­ში­ვე მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სებს აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აკონ­ტრო­ლებ­და.


რუს ექი­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე
 ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. "ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც მისი მკურ­ნა­ლო­ბის დი­ნა­მი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა", - ნათ­ქვა­მია "ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს" გან­ცხა­დე­ბა­ში.
ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ წლე­ბის წი­ნან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ახ­სენ­დათ, რო­დე­საც უეც­რად ცუ­დად გამ­ხდა­რი "პრე­ზი­დენ­ტი" სერ­გეი ბა­ღაფ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნეს, უკან მკვდა­რი ჩა­მო­ას­ვე­ნეს.
"21 ივ­ლი­სამ­დე ას­ლან ბჟა­ნია ფეხ­ზე ვერ დად­გე­ბა, ოპო­ზი­ცი­ა­ში კი ახა­ლი ლი­დე­რის ძი­ე­ბას და­ი­წყე­ბენ, რაც მათ დაქ­საქ­სავს და ის შე­დე­გი დად­გე­ბა, რაც ხა­ჯიმ­ბას სურს... ბჟა­ნია ან გა­დარ­ჩე­ბა ან ვერ - ყა­ვით ჰყავთ მო­წამ­ლუ­ლი, - რო­გორც ამ­ბო­ბენ, კაც­მა არ იცის რა ჩა­უ­ყა­რეს, თუ გა­მოძ­ვრა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა მო­უ­წევს და დიდი ალ­ბა­თო­ბით პო­ლი­ტი­კის თავი არ ექ­ნე­ბა. დაც­ვის ორი წევ­რიც მი­ა­ყო­ლეს... ეს არის დღე­ვან­დე­ლი აფხა­ზე­თი", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი".
"იცოდ­ნენ, რომ ბჟა­ნი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა მხარს უჭერ­და და ხა­ჯიმ­ბას მას­თან დიდი ბრძო­ლა მო­უ­წევ­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ას­ლან ბჟა­ნია პრე­ზი­დენ­ტად იყ­რი­და კენ­ჭს, ხა­ჯიმ­ბას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სულ ცოტა შან­სი რჩე­ბო­და, რად­გან ბოლო წლე­ბია აფხა­ზეთ­ში სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. დიდი ალ­ბა­თო­ბით ჭა­ო­ბი გაგ­რძელ­დე­ბა", - მი­აჩ­ნია მი­რან­და ბგან­ბას.

No comments:

Post a Comment