Pages

Thursday, May 9, 2019

ესტონეთმა რუსეთს წართმეული მიწების საკითხი შეახსენა

ესტონეთის შს მინისტრი მარტ ჰელმე რუსეთისგან წართმეული მიწების დაბრუნებას მოითხოვს. მინისტრის თქმით, რუსეთს ესტონეთისთვის ტერიტორიის 5,2% ჯერ არ დაუბრუნებია. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 
მარტ ჰელმეს განცხადებით, მსგავსი სიტუაციაა ყირიმთან, აღმოსავლეთ უკრაინასთან, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც.
„ჩვენი ტერიტორიის 5,2% ამ დრომდე რუსეთის ხელშია. რუსეთს არ სურს არც ამ ტერიტორიების დაბრუნება, არც კომპენსაციის გადახდა და ამ საკითხს არც განიხილავს. რუსეთს მითვისებული აქვს იაპონიის კუთვნილი კურილიის კუნძულებიც, თუმცა იაპონია მზადაა ელოდოს. ესტონეთიც მზად არის ელოდოს მანამ, სანამ ამ საკითხს საერთაშორისო სამართალი გადაწყვეტს. რუსეთთან ომს ჩვენ არ ვაპირებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment