Pages

Friday, May 3, 2019

კვლევა: ცნობილია ქვეყნები სადაც მშპ ყველაზე მაღალია

კომპანია New World Wealth -ის კვლევის თანახმად, ცნობილია ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ყველაზე მაღალი იყო.  
გამოცემა Foxbusiness-ის ცნობით, ყველაზე მდიდარ ქვეყნებში კაპიტალის კონცენტრაცია გამოწვეული იყო მოსახლეობის საშუალო რაოდენობით, მოქნილი საგადასახადო სისტემით და მაღალი ფასებით უძრავ ქონებაზე.   
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით მსოფლიოში მონაკო ლიდერობს. მონაკო ცნობილი რეზიდენციაა სუპერმდიდრებისთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომლის მოსახლეობას 40 000 შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $ 2,1 მილიონია. 
მონაკოში 2 700 მულტიმილიონერი ცხოვრობს. მონაკო ასევე ევროპის ოფშორული ცენტრია. 
მშპ-ს რაოდენობით, მსოფლიოში მეორეა ლიხტენშტეინი, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $786 000-ია. 
მესამეა შვეიცარია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $ 315 000-ია. მეოთხეა ლუქსემბურგი - ერთ სულ მოსახლეზე მშპ $ 300 000-ია. მეხუთე - ავსტრია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე $244 000-ია. 
TOP ათეულის დანარჩენი წევრები მშპ-ს რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე: 
ნორვეგია -$ 198 000;
აშშ - $186 000 ;
სინგაპური - $ 177 000;
ჰონგკონგი - $ 169 000;
კანადა - $ 163 000; 
კომპანია New World Wealth-ის კვლევის თანახმად, 2018 წელს ამ ქვეყნებში მშპ-ს რაოდენობამ ჯამში $204 ტრილიონი შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2028 წელს ეს მაჩვენებელი 43%-ით გაიზრდება და $291 ტრილიონს შეადგენს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment