კომპანია New World Wealth -ის კვლევის თანახმად, ცნობილია ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ყველაზე მაღალი იყო.
გამოცემა Foxbusiness-ის ცნობით, ყველაზე მდიდარ ქვეყნებში კაპიტალის კონცენტრაცია გამოწვეული იყო მოსახლეობის საშუალო რაოდენობით, მოქნილი საგადასახადო სისტემით და მაღალი ფასებით უძრავ ქონებაზე.
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით მსოფლიოში მონაკო ლიდერობს. მონაკო ცნობილი რეზიდენციაა სუპერმდიდრებისთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომლის მოსახლეობას 40 000 შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $ 2,1 მილიონია.
მონაკოში 2 700 მულტიმილიონერი ცხოვრობს. მონაკო ასევე ევროპის ოფშორული ცენტრია.
მშპ-ს რაოდენობით, მსოფლიოში მეორეა ლიხტენშტეინი, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $786 000-ია.
მესამეა შვეიცარია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $ 315 000-ია. მეოთხეა ლუქსემბურგი - ერთ სულ მოსახლეზე მშპ $ 300 000-ია. მეხუთე - ავსტრია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე $244 000-ია.
TOP ათეულის დანარჩენი წევრები მშპ-ს რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე:
ნორვეგია -$ 198 000;
აშშ - $186 000 ;
სინგაპური - $ 177 000;
ჰონგკონგი - $ 169 000;
კანადა - $ 163 000;
კომპანია New World Wealth-ის კვლევის თანახმად, 2018 წელს ამ ქვეყნებში მშპ-ს რაოდენობამ ჯამში $204 ტრილიონი შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2028 წელს ეს მაჩვენებელი 43%-ით გაიზრდება და $291 ტრილიონს შეადგენს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment