ჰონგ-კონგში პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენების შემდეგ 72 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
ოფიციალური ინფორმაციით, 72 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის 15-დან 66 წლამდე ადამიანები არიან.
ჰონგ-კონგში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. ცვლილებების მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება მძიმე დანაშაულში ბრალდებულების ჩინეთში, ტაივანსა და მაკაუში გაგზავნა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment