Wednesday, June 12, 2019

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციაზე 72 ადამიანი დაშავდა

ჰონგ-კონგში პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენების შემდეგ 72 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება
ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. 
ოფიციალური ინფორმაციით, 72 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის 15-დან 66 წლამდე ადამიანები არიან. 
ჰონგ-კონგში ​ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. ცვლილებების მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება მძიმე დანაშაულში ბრალდებულების ჩინეთში, ტაივანსა და მაკაუში გაგზავნა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment