ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწვავს მოეკიდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
„30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული“, - აცხადებენ შსს-ში.
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო
imedinews.ge
No comments:
Post a Comment