ჰერპესი ბერძნული სიტყვაა და მცოცავს ნიშნავს, რაც დაავადებას აბსოლუტურად ასახავს. მედიცინა ამბობს, რომ ჰერპესის ვირუსი ერთი უჯრედიდან მეორეზე გადადის და გენურ აპარატში ინერგება. ჰერპესვირუსების დიდი ოჯახი არსებობს. ამ ოჯახის წარმომადგენლები, მათ შორის - ჩუტყვავილა ერთხელ მაინც შეგხვედრიათ. თუმცა ყველაზე ცნობილი მაინც მარტივი ჰერპესის ვირუსია, რომელიც კანსა და ლორწოვანზე სითხით სავსე ბუშტუკებიან გამონაყარს აჩენს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ვინაიდან ეს მარტივი ჰერპესი თავს ხშირად მახსენებს, შესაბამისად დაავადებას კარგად ვიცნობ.
:
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი იქ სამუდამოდ რჩება და პერიოდულად მწვავდება. ადამიანს იშვიათად შეიძლება ტემპერატურა მოემატოს. სტატისტიკა ამბობს, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვების ორი მესამედი ჰერპესვირუსითაა ინფიცირებული. ჰერპესი ჩნდება იმ ორგანიზმში, სადაც იმუნური სისტემა სუსტია.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საერთოდ კი ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი ნერვულ დაბოლოებებში სახლდება და ცხოვრობს იქ, სანამ იმუნური სისტემა არ დასუსტდება.
მარტივი ჰერპესი ტუჩების "აფეთქებით" იწყება. გამონაყარს წინ უძღვის - ქავილი, წვა, სუსტი ტკივილი და რამდენიმე საათში ჩნდება წვრილი ბუშტუკები. ლორწოვან გარსზე ბუშტუკები 3 დღემდე რჩება, კანზე - ერთ კვირამდე. ისინი თანდათან შრება, ხმება და ქერქით იფარება. ბოლოს ქერქიც ძვრება და ვარდისფერ ლაქას ტოვებს. ლაქა მეტხანს რჩება, ვიდრე გამონაყარი, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც ლაგდება.
ბუშტუკმა ერთსა და იმავე ადგილას იცის გამოსვლა, მაგრამ ჰერპესული გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ლოყებისა და ცხვირის ლორწოვანზე, თითებს შორის, სასქესო ორგანოებზე, განსაკუთრებით სახიფათოა თვალის დაზიანება - შესაძლოა, საქმე სიბრმავემდე მივიდეს... როცა იმუნური სისტემა ძალიან დასუსტებულია, ჰერპესული ბუშტუკების წარმოქმნასთან ერთად, ტემპერატურაც მატულობს. გამონაყარი მტკივნეულია. ასეთ დროს ადამიანმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს.
ჰერპესული ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ ვირუსის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, რომლებსაც პაციენტს ექიმი ურჩევს ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორც ამბობენ, კანისა და ლორწოვანი გარსების სწრაფ აღდგენას ხელს უწყობს ვიტამინების მიღება და ქაცვის ზეთის ადგილობრივი გამოყენება.
ჰერესით დაავადებულმა ინფექცია სხვასაც რომ არ გადასდოს, პირადი ჰიგიენა უნდა დაიცვას. უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, ჭურჭელი, რომელსაც სხვები არ შეეხებიან.
ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა ექიმ თამარ მამაცაშვილის წიგნშიც "კარაბადინი" შეგიძლიათ, სადაც არაერთი დაავადების სამკურნალო რეცეპტია თავმოყრილი ხალხური მედიცინიდან:
"ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაცივების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია. გამონაყართან ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს - შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ იმ ადგილზე ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა. ორჯერ გამოვიყენე და წარმატებით - გამონაყარი აღარ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის დასაწყისი ეტაპი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც - საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა. ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მივაგენი: ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში.
გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლისა და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასრგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალია – იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს".
პატივისცემით გულიკო ფ.
ექიმი თამარ მამაცაშვილის ("ოჯახის მკურნალის" რედაქტორი) კომენტარი:
- ტუჩის ვირუსი ჰერპესვირუსით გამოწვეული გამონაყარია. იგი იმ შემთხვევაში ვითადება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა. გამონაყარი გაცივებისას იმიტომ ვლინდება, რომ ე.წ. რესპირატორული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
ახლა მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტები განვიხილოთ: ყინულის გამოყენება დადებით შედეგს მოგცემთ, რადგან ადგილობრივი ანთებით-ალერგიული რეაქციების დროს ცივის გამოყენებისას ანთებითი და შეშუპებითი პროცესები განვითარდება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გამოიწვიოს ნერვის ანთება.
ნიორში შემავალ ეთერზეთებს მართლაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიანთებითი მოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია ცოცხალი ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ასეთი წვენი უდავოდ გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და თავად ორგანიზმიც შეებრძოლება ჰერპესვირუსის გააქტიურებას.
აი, კიდევ რას წერს ერთ-ერთი მკითხველი:
"წლების წინ გავცივდებოდი თუ არა, ტუჩებსა და ცხვირის ნესტოების ქვეშ მიჩნდებოდა ჰერპესული გამონაყარი, რომელიც ძალიან მტკივნეულიც იყო და კვირების განმავლობაში გარეგნობასაც მიმახინჯებდა. ექიმებმა მითხრეს, რომ ამ გამონაყარს ჰერპესის ვირუსი იწვევს, რომელიც თურმე ორგანიზმში თვლემს და იმ შემთხვევაში აქტიურდება, როცა ადამიანი სტრესს გადაიატანს ან იმუნიტეტი უსუსტდება.
უკვე კარგა ხანია ჰერპესი აღარ გამმწვავებია და ამას იმუნიტეტის გაძლიერებით მივაღწიე. იმუნიტეტის გაძლიერება კი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე დაავადება განვითარდება, ამისთვის ყოველწლიურად თებერვლის შუა რიცვხებიდან ვიწყებ ექინაცეის ნაყენის მიღებას - ვსვამ 20-20 წვეთს დღეში სამჯერ. ამიტომ ავად აღარ ვხდები. ჰერპესის დაძლევაში კი კრაზანის ზეთი დამეხმარა. მისი დამზადება ასეთი რეცეპტით ხდება:
100 გ ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, ჩაადგით ნახევარ საათი მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას, 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ. ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობისას, გარეგანი სისხლჩაქცევების, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული ადგილი - რაც შეიძლება ხშირ-ხშირად. საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც: მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. ჩემი დაკვირვებით დავასკვენი, რომ ჰერპესის დროს მთავარია, დრო არ დაკარგოთ და მცირე გამონაყარის გაჩენისთანავე მასზე რაიმე სამკურნალო საშუალება (თუნდაც ჩემ მიერ მოწოდებული) წაისვათ. შედეგად - გამონაყარი მალევე ხმება, მდგომარეობა აღარ რთულდება და კანი მნიშვნელოვნად არ ზიანდება".
ა. ლაბაძე
ექიმი თამარ მამაცაშვილი:
- კრაზანა მდიდარია ფლავონოიდებით, ფლუორესცენციური და საღებავი ნივთიერებებით, კაროტინით, ეთერზეთებით, ნიკოტინის და ასკორბინის მჟავებით და P ვიტამინებით, ქოლინით, საპონინებით, სპირტებით, ალკალოიდებით, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
კრაზანის პრეპარატებს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება აქვს. მათ შორის, აღსანიშნავია ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, ნაღველმდენი, კენჭსაწინააღმდეგო, საპაზმების მომხსნელი კაპილარების კედლების გამამაგრებელი ეფექტი, კრაზანა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ხახა-სასის კუჭნაწლავის, ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყენით მკურნალობენ პირის ღრუს ლორწოვანის ანთებით პათოლოგიებს, გინგივიტებს, სტომატიტებს.
კრაზანის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე გარეგანი პათოლოგიების (პანარიციუმის, ფლეგმონის, აბსცესის, ფურუნკულის, კარბუნკულის, ტროფიკული წყლულის, დამწვრობის) სამკურნალოდ. მისი ეფექტიანობა დაკავშირებულია მცენარის ანტიბაქტერიულ ქსოვილთა რეგერაციულ და ჭრილობის შემახორცებელ თვისებებთან.
ლალი ფაცია
No comments:
Post a Comment