Pages

Friday, June 28, 2019

კორი გაუფი „უიმბლდონის“ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდება

15 წლის კორი გაუფი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელიც „უიმბლდონის“ ძირითად ბადეში იასპარეზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც ფლორიდის შტატის მკვიდრმა განაცხადა, ის ჯერ კიდევ შოკირებულია და მომხდარი ბოლომდე არ აქვს გააზრებული.
„საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ კორტზე გასვლა განსაკუთრებული იქნება“, - განაცხადა გაუფმა, რომელსაც ჟურნალისტებმა და ჩოგბურთის გულშემატკივრებმა „ახალი სერენა უილიამსი“ შეარქვეს.
15 წლისა და 22 დღის გაუფმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 301-ე პოზიციაზე იმყოფება, „უიმბლდონის“ ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო რაუნდში მოიპოვა, სადაც ბელგიელ გრეტიე მინენს 6:1, 6:1 სძლია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment