Pages

Friday, June 28, 2019

"ერთი ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრი დაგეღუპება, მეორე ტრაგედია - მას რომ ვერ დაიტირებ..." - აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 27 ივ­ნისს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აენ­გუ­რის ხიდი ცალ­მხრი­ვად ჩა­კე­ტა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აფხა­ზე­თის “უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს” გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლის­ში და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ მი­ი­ღო, რო­მე­ლიც "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­საც შე­ე­ხე­ბა”.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ამას­თან, აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დერ­მა რაულ ხა­ჯიმ­ბამ მო­უ­წო­და ქარ­თულ მხა­რეს, აქ­ცი­ე­ბის დროს “აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია არ ახ­სე­ნონ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მათ­თან კავ­შირ­ში არ არის...”

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ენ­გუ­რის ხიდ­ზე მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვამ უკვე გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბი ორი­ვე მხა­რეს: გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ ისი­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, რად­გან ნა­წილს სამ­სა­ხუ­რი ზუგ­დიდ­ში აქვთ.
"არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია რო­დის აღ­დგე­ბა მი­მოს­ვლა... ეს კი ჩვენ­თვის ნიშ­ნავს სრულ იზო­ლა­ცი­ას, რად­გან ხალ­ხს იქით მხა­რეს სამ­სა­ხუ­რე­ბი აქვს, ზო­გიც ვაჭ­რობს და ამით ირ­ჩენს თავს.
ჩემს პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვილს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს ხელ­ზე, მო­ი­ტე­ხა, აქ და­ა­დეს თა­ბა­ში­რი. მყა­რი არ ყო­ფი­ლა, ჩირ­ქიც იყო დაგ­რო­ვი­ლი და ხე­ლახ­ლა მო­უ­წი­ათ ძვლის დამ­ტვრე­ვა... მოკ­ლედ, ახლა პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­მოწ­მე­ბა­ზე უნდა მი­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ უკან გა­მოგ­ვაბ­რუ­ნეს რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა - არ შე­იძ­ლე­ბაო. ჩვენ­თან ერ­თად აფხა­ზი ოჯა­ხიც იყო რიგ­ში, მა­თაც ბავ­შვი მოჰ­ყავ­დათ. იმა­თაც ინერ­ვი­უ­ლეს - გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე მიგ­ვყვა­და ბავ­შვიო... თქვენს მთავ­რო­ბას მოჰ­კი­თხე­თო, რუს­მა სამ­ხედ­რომ უთხრა" - წუხს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი გა­ლე­ლი.
გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ბარ­ღებ­ში, გამ­ზრდე­ლი ბიძა გარ­და­მეც­ვა­ლა... დე­და­ჩე­მის ძმა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით... იქ გახ­და ცუ­დად და ერ­თმა აფხაზ­მა კაც­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია - სას­წრა­ფოდ სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა, მერე კი იქე­დან რე­ა­ნო­მო­ბი­ლით სა­ზღვრამ­დე წა­მო­იყ­ვა­ნა... იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­დარ­ჩა.
ერთი ტრა­გე­დი­აა, ოჯა­ხის წევ­რი რომ გიკ­ვდე­ბა და მე­ო­რე ეს პრო­ცე­სი - ხიდი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მად იქ­ცეს და რომ­ლის გა­მოღ­მაც, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ნა­თე­საო დარ­ჩეს ისე, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბაც ვერ შეძ­ლოს, ისე, რო­გორც ახლა ჩვენ დაგ­ვე­მარ­თა...
დედა და დე­ი­და, აქეთ მხა­რეს დარ­ჩნენ - დე­და­ჩე­მი ამა­ოდ ელო­და ზუგ­დიდ­ში ე.წ. აფხა­ზურ მო­საწ­ვევს, ამა­სო­ბა­ში ხიდი ჩა­კე­ტეს. თბი­ლის­ში მა­ინც ძმის და­უ­ტი­რებ­ლად მო­უ­წია დაბ­რუ­ნე­ბა. სა­კუ­თა­რი ძმის და­ტი­რე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ... არ ვიცი, ამა­ზე დიდი პრობ­ლე­მა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს..." - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში “კვი­რის პა­ლიტ­რის” ბლო­გე­რი დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია.
ხიდი და­კეტვის ფაქტს აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ერთი ნა­წი­ლის თქმით, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, აფხა­ზეთ­ში მიხ­ვდნენ, რომ “სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­ტა­ნი­ლი კონ­ტრა­ბან­დით კი არ უნდა იარ­სე­ნონ, თა­ვად შექ­მნან დოვ­ლა­თი...”
“სწო­რად მოქ­ცე­უ­ლან, ახლა აფხა­ზეთ­ში ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნია და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან არ ვართ და­ზღვე­უ­ლი” - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი “ნინა ვე­რი­ნა”.
“უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ 15-მეტ­რი­ან ხიდს აა­შე­ნე­ბენ და გარ­შე­მო და­ნაღ­მა­ვენ” - ირო­ნი­ულ კო­მენ­ტარს აკე­თებს abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში მკი­თხვე­ლი ნი­კი­ტა ბურ­და­ნო­ვი.
ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის კვალ­დაკ­ვალ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ზე შფო­თავს, რომ ბან­კო­მა­ტებ­ში ფული არ არის.
მა­თი­ვე თქმით, Сухум-банк-ის, Гарант-банк-ისა და Амра-банк-ის ბან­კო­მა­ტებ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ფულს ვერ იღე­ბენ.
“უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვართ, რომ შა­ბათ-კვი­რას არც ერთი ბან­კო­მა­ტი არ მუ­შა­ობს, მაგ­რამ სო­ხუმ­ში 7 ბან­კო­მა­ტია და ფული არც ერ­თში არ იყო... გვი­თხრან მა­ინც რა ხდე­ბა..." - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
“სა­მა­გი­ე­როდ, ენ­გუ­რის ხიდი ჩა­კე­ტეს, რომ “მშვიდ” და “სტა­ბი­ლურ” აფხა­ზეთ­ში პრო­ვო­კა­ცია არ მოხ­დეს... პლუს უფუ­ლო აფხა­ზეთ­ში ბა­რა­თე­ლია ფუ­ლის მუ­ზე­უმს აშე­ნებს..." - წერს “ჯონი სი­გა­რი”.
ფოტო: დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია
ambebi.ge

No comments:

Post a Comment