Pages

Wednesday, June 26, 2019

პაპაშვილი: საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BIA) პირველი ვიცეპრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის განცხადებით 2019 წლის სექტემბრიდან ორგანიზაციას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება. „ასოციაციის იურიდიული სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომიტეტებთან და ბიზნესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საქმის კურსში ვიქნებით“ - განუცხადა პაპაშვილმა imedinews. 
მისი თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე გიორგი კობახიძესთან შეთანხმება მიღწეული ოყო და პარლამეტში ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს სპეციალური ოთახიც უნდა ჰქონოდა: 
„ახლა ამ საკითხმა დროებით გადაიწია სექტემბრამდე. მანამდე ბიზნეს ასოციაციაშიც მოხდება ცვლილებები და გუნდი ახალი სახეებით დაკომპლექტდება“, - აცხადებს პაპაშვილი. 
25 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ რიგით 26- ყრილობაზე  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი - სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი-არჩილ კონცელიძე გახდა.
როგორც პაპაშვილმა imedinews განუცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიმდინარეობს 5 წლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. ერთ თვეში ორგანიზაცია ახალი გუნდით და ახალი ხედვით წარდგება. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment