Pages

Wednesday, June 26, 2019

მდინარაძე მელიას: თქვენმა მეგობრებმა დღეს მიგატოვეს

მდინარაძე მელიას: თქვენმა მეგობრებმა დღეს მიგატოვესპარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას უთხრა, მელიას მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები მისი უდანაშაულობის შესახებ, რომ კომიტეტების სხდომაზე წარმოედგინათ.

"ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ, ორნაირად გემოქმედათ. ერთი: ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია, ეს არის სიმართლე. მეორე: მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და არგუმენტები არ ჰქონდათ, რომ ენახებინათ საზოგადოებისთვის, მაგრამ მათ მიგატოვეს, რადგან დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, დაგიცვათ სათანადოდ. ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად - მიგატოვეს იმიტომ, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით ნიკა მელიაც გამოვიდა. "მე ბევრი რამ მექნება სიამაყით სათქმელი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, თქვენ კი - ძალიან ცოტა რამ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიურომ, კიდევ უფრო ადრე კი იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა. 
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment