Pages

Sunday, June 30, 2019

ვინ არის ფრანცისკო დე გოიას სახელგანთქმულ ტილოზე გამოსახული თბილისელი მამლუქი

"ეს­პა­ნელ­თა რის­ხვა გან­სა­კუთ­რე­ბით იყო მი­მარ­თუ­ლი მამ­ლუ­ქებ­ზე და კალე დე ალ­კა­ლას ქუ­ჩა­ში ნამ­დვი­ლი ხოც­ვა-ჟლეტ­ვა გა­ი­მარ­თა. მამ­ლუ­ქე­ბი ქა­ლა­ქი­დან გაღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ყო­ვე­ლი კარ-ფან­ჯრი­დან თუ კუ­თხი­დან მათ თავს ეს­პა­ნე­ლე­ბი ეს­ხმოდ­ნენ" - სწო­რედ ეს მო­მენ­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვრის ფრან­ცის­კო დე გო­ი­ას სა­ხელ­გან­თქმულ ტი­ლო­ზე "1808 წლის 2 მა­ი­სი მად­რიდ­ში", რო­მე­ლიც "მამ­ლუქ­თა იე­რი­შის" სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი და ეს­პა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მამ­ლუქ­თა ერთი ნა­წი­ლის გა­აფ­თრე­ბულ ბრძო­ლას ასა­ხავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იქ იბ­რძო­და ქარ­თველ მამ­ლუ­ქი ჟან შა­ჰი­ნი, რო­მელ­ზეც უფრო მეტ ცნო­ბას ლუ­ი­ზი­ა­ნას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე მი­ქა­ბე­რი­ძე გვაწ­ვდის:

🙏 საქართველოს საპატრიარქო

- ეგ­ვიპ­ტელ მამ­ლუქ­თა შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა თბი­ლი­სელ მამ­ლუქს ჟან შა­ჰინს ჰქონ­და, რომ­ლის სა­ხე­ლი ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ სი­მა­მა­ცეს­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. შა­ჰი­ნის გან­ცხა­დე­ბით, იგი 1776 წ. 14 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და მო­ი­ნათ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, უც­ნო­ბია, თუ რო­გორ და რა ასაკ­ში მოხ­ვდა შა­ჰი­ნი ეგ­ვიპ­ტე­ში. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სხვა მამ­ლუ­ქე­ბის მსგავ­სად, ის ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში მო­ი­ტა­ცეს, ოს­მა­ლეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მო­ნად გა­ყი­დეს. ეგ­ვიპ­ტის ქარ­თვე­ლი მამ­ლუ­ქე­ბი (მათ შო­რის, მუ­რად ბეი და იბ­რა­ჰიმ ბეი) აქ­ტი­უ­რად ყი­დუ­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­ნებს და შა­ჰი­ნიც, ალ­ბათ, ერთი იმათ­გა­ნი იყო, ვინც რო­მე­ლი­მე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მამ­ლუ­ქი ბეის ამა­ლა­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ დრო­ი­სათ­ვის იგი უკვე გა­მუს­ლი­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ახალ სა­ხელ­საც ატა­რებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, შა­ჰი­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი უც­ნო­ბია.1798 წლის 1 ივ­ლისს ეგ­ვიპ­ტე­ში ფრან­გე­ბი გა­დას­ხდნენ, ქა­ლა­ქი ალექ­სან­დრია და­ი­კა­ვეს და შემ­დეგ კა­ი­როს­კენ და­იძ­რნენ. მტრის შე­მოჭ­რი­დან ოთხი დღის თავ­ზე (5 ივ­ლი­სი) შა­ჰინ­მა ზურ­გი შე­აქ­ცია მამ­ლუ­ქებს და ფრან­გებს შე­უ­ერ­თდა... მის­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, 22 ივ­ლისს ფრან­გებ­მა კა­ი­როს მი­და­მო­ებ­ში მამ­ლუ­ქებ­ზე ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მეს, ეგ­ვიპ­ტის დე­და­ქა­ლა­ქი და­ი­კა­ვეს და ქვეყ­ნის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბას შე­უდ­გნენ. შა­ჰი­ნი მალე და­წი­ნა­ურ­და ფრან­გთა სამ­სა­ხურ­ში და 1799 წლის ნო­ემ­ბერ­ში მან უკვე უნ­ტერ-ოფიც­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო. ეგ­ვიპ­ტი­დან ნა­პო­ლე­ო­ნის გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, შა­ჰინ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ოს­მა­ლე­ბის, მამ­ლუ­ქე­ბი­სა და ბრი­ტა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და 1800 წლის 20 მარტს ჰე­ლი­ო­პო­ლის­თან ბრძო­ლა­ში თავი გა­მო­ი­ჩი­ნა. შა­ჰინს ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე უჭირ­და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა მა­მა­ცო­ბამ მას ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მო­უ­პო­ვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
1801 წლის მი­წუ­რულს შა­ჰი­ნი, სხვა ეგ­ვიპ­ტელ ლტოლ­ვი­ლებ­თან ერ­თად, საფ­რან­გეთ­ში ჩა­ვი­და და მალე მამ­ლუქ­თა ეს­კად­რონ­ში მე­ო­რე ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბით ჩა­ი­რი­ცხა. ამ ახ­ლად და­არ­სე­ბულ ქვე­და­ნა­ყოფ­ში სხვა­დას­ხვა წარ­მო­შო­ბის მამ­ლუ­ქებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა უკვე შე­იმ­ჩნე­ო­და, რაც ეგ­ვიპ­ტე­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავ­და. ეს­კად­რო­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად კოპ­ტე­ბი­სა და სი­რი­ე­ლე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მო­ექ­ცა, რა­მაც ქარ­თველ, სო­მეხ და ბერ­ძენ მამ­ლუ­ქებს შო­რის დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. 1802 წლის ივ­ნის­ში შა­ჰი­ნი იყო ერთ-ერთი იმ მამ­ლუ­ქი ოფიც­რე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც პი­რა­დად მი­წე­რეს გე­ნე­რალ რაპს და აუ­წყეს ეს­კად­რონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა; ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათ "წი­ნამ­ძღო­ლებს არ ეს­მო­დათ ფრან­გუ­ლი სამ­ხედ­რო საქ­მე". ამ მამ­ლუ­ქებ­მა უფ­რო­სო­ბის გა­და­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­დად­გო­მით იმუქ­რე­ბოდ­ნენ. მათი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და ახ­ლად რე­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ეს­კად­რონ­ში კავ­კა­სი­ელ­მა მამ­ლუ­ქებ­მა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­ჰი­ნი მამ­ლუქ­თა ასე­ულ­ში წარ­მა­ტე­ბით მსა­ხუ­რობ­და. 1804 წლის 14 ივ­ნისს იგი და­ჯილ­დოვ­და საფ­რან­გე­თის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი, სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნით.
- რა მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი გოას ნა­ხატ­ზე?
- ტი­ლო­ზე 1808 წლის 2 მა­ი­სის მად­რი­დია გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც "მამ­ლუქ­თა იე­რი­შის" სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი და მამ­ლუქ­თა ერთი ნა­წი­ლის გა­აფ­თრე­ბულ ბრძო­ლას ეს­პა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ასა­ხავს. შა­ჰი­ნი ამ ხოც­ვა-ჟლეტვის შუ­ა­გულ­ში იყო და გზა მე­ამ­ბო­ხე ეს­პა­ნელ­თა შო­რის ხმლით გა­ი­კა­ფა; ერთ მო­მენ­ტში ეს­პა­ნე­ლე­ბი გე­ნე­რალ პიერ დო­მე­ნილს და­ე­დევ­ნენ, მო­უკ­ლეს ცხე­ნი და თვით გე­ნე­რალ­საც მო­უ­ღებ­დნენ ბო­ლოს რომ არა შა­ჰი­ნი, რო­მე­ლიც გა­და­ე­ღო­ბა მათ და ხმლით გან­გმი­რა მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი; შა­ჰი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე და­იჭ­რა, მათ შო­რის სა­ხის არე­ში და თავ­ში და ბრძო­ლის და­სას­რულს, სა­ხე­ზე სის­ხლით და­ფა­რუ­ლი, ძლივს ხე­დავ­და იქა­უ­რო­ბას. გან­რის­ხე­ბულ­მა მამ­ლუ­ქებ­მა სას­ტი­კი შური იძი­ეს ეს­პა­ნე­ლებ­ზე და ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა და ასა­კი­სა, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს; ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ხოც­ვა-ჟლეტ­ვა მოხ­და კალე სან ჟე­რო­ნი­მოს­თან, სა­დაც მამ­ლუ­ქებ­მა თა­ვი­ან­თი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი გვა­მე­ბი იპო­ვეს და სა­პა­სუ­ხოდ, ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბებ­ში მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ჩათ­ვლით, გაჟ­ლი­ტეს.
- რო­გორ დას­რულ­და შა­ჰი­ნის საბ­რძო­ლო კა­რი­ე­რა?
- 1814 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, პა­რიზ­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბის შეს­ვლი­სა და ნა­პო­ლე­ო­ნის ტახ­ტი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, შა­ჰი­ნის 15 წლი­ა­ნი საბ­რძო­ლო კა­რი­ე­რა დას­რულ­და. ამ დრო­ი­სათ­ვის ის მთელ ფრან­გულ ჯარ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ვაჟ­კა­ცი მე­ომ­რის სა­ხელს ატა­რებ­და, ხოლო მისი სახე და სხე­უ­ლი ორ­მოც­ზე მეტი ნა­ი­ა­რე­ვით იყო და­სე­რი­ლი. ნა­პო­ლე­ო­ნის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, შა­ჰი­ნი დაბა მე­ლუნ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც მე­უღ­ლის ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხუ­რი იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან 1815 წლის მარტს ნა­პო­ლე­ო­ნი საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და და ძა­ლა­უფ­ლე­ბა კვლავ ხელ­ში ჩა­იგ­დო. ივ­ნის­ში შა­ჰი­ნი სამ­ხედ­რო ას­პა­რეზს და­უბ­რუნ­და და თა­ვი­სი ძვე­ლი ნაც­ნო­ბის, გე­ნე­რალ ლე­ფევრ-დე­ნუ­ე­ტის ადი­უ­ტან­ტი გახ­და, თუმ­ცა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მან მხო­ლოდ ორი თვე გა­ა­ტა­რა. ვა­ტერ­ლო­ოს­თან ნა­პო­ლე­ო­ნის და­მარ­ცხე­ბა და ბურ­ბონ­თა დი­ნას­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბა შა­ჰი­ნი­სათ­ვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. 1815 წლის 1 აგ­ვის­ტოს მან კვლავ და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.
მა­მა­ცი მამ­ლუ­ქი, რო­მელ­მაც საფ­რან­გეთს თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შე­ა­ლია, მე­ლუნ­ში მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რობ­და. 1818 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ნა­პო­ლე­ო­ნის ყო­ფი­ლი გე­ნერ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით მან საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მოჰ­ყვა კა­პიტ­ნის წო­დე­ბის (ეს­კად­რო­ნის შე­ფის რან­გით) აღ­დგე­ნა, რის შე­დე­გად შა­ჰინს სამ­ხედ­რო პენ­სია და­ე­ნიშ­ნა.
მომ­დევ­ნო ოცი წელი შა­ჰინ­მა მე­ლუნ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მშვი­დად ცხოვ­რობ­და. ქა­ლაქ­ში მამ­ლუქ­თა მოზ­რდი­ლი სათ­ვის­ტო­მო არ­სე­ბობ­და, რომ­ლის წევრთა შო­რის შა­ჰი­ნის რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მებ­რძო­ლიც იყო. 1830 წელს საფ­რან­გე­თის მე­ფემ შარლ X ბურ­ბონ­მა ომი გა­მო­უ­ცხა­და ალ­ჟი­რის დეის და ჩრდი­ლო აფ­რი­კა­ში სა­ექ­სპე­დი­ციო კორ­პუ­სი გაგ­ზავ­ნა. სა­ექ­სპე­დი­ციო ძა­ლებ­ში მი­იწ­ვი­ეს მამ­ლუ­ქე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ფლობ­დნენ არა­ბულ ენას და ფრან­გულ ჯარს ხელს უწყობ­დნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მიწ­ვე­ულ მამ­ლუქ­თა შო­რის იყო 54 წლის შა­ჰი­ნიც, რო­მელ­მაც 1830 წლის 25 მა­ისს და­ტო­ვა საფ­რან­გე­თის ნა­პი­რი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო საფ­რან­გე­თის მიერ ალ­ჟი­რის და­პყრო­ბა­ში. იგი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე რან­გის ფრან­გულ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში თარ­ჯიმ­ნის და მრჩევ­ლის სტა­ტუ­სით მსა­ხუ­რობ­და.
შა­ჰი­ნი ავად­მყო­ფო­ბის გამო, მალე და­ემ­შვი­დო­ბა სამ­ხედ­რო ას­პა­რეზს და სახ­ლში დაბ­რუნ­და. ალ­ჟი­რის ომის შემ­დეგ მან კი­დევ რვა წელი იცო­ცხლა და 1838 წლის 12 მა­ისს მე­ლუნ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­საფ­ლა­ო­ზე და­ა­საფ­ლა­ვეს, სა­ი­და­ნაც, მე­უღ­ლის მო­თხოვ­ნით, 1862 წელს გა­და­ას­ვე­ნეს ქა­ლა­ქის ახალ სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment