Pages

Sunday, June 30, 2019

CNN: პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს

"პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს", - ამ სათაურით სტატიას ამერიკული CNN აქვეყნებს. 
"ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, დამსვენებლებო, სანაპირო დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო, ისტორიკოსებო, თუ ვინმე ეძებთ თავგადასავალს, თქვენ საქართველოს სჭირდებით. ახლა სწორედ ის დროა, რომ შავი ზღვის ეს პატარა ერი იხილოთ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს. ისინი კი, ვინც უკვე იყვნენ, დროა ქვეყანაში დაბრუნდნენ“,- წერს CNN-ი.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებენ და არაფერს ერჩიან რუს ხალხს. 
"თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს, დასაჯოს და დაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან“,- წერია სტატიაში. ამავე ცნობით, კრემლის ლიდერს ეშინია საპროტესტო მუხტი რუსეთშიც არ გავრცელდეს.
"საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული, მამაცი და ხანდახან მწარეა. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ქართველი ხალხი დღეს გამოხატვის თავისუფლების წყალობით ღია დებატებს მართავს. ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი ჯარი“,- წერს CNN-ი.
20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment