Pages

Thursday, June 20, 2019

რას ნიშნავს? – რა მართლმადიდებლური კავშირი…” – პრეზიდენტის უმწვავესი განცხადება

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ტარდება. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ასამბლეის პრეზიდენტის რანგში უძღვება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას და მის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარისსავარძლიდან წაყვანას აპროტესტებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, არანაირი მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა?? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 
marshalpress.ge

No comments:

Post a Comment