Pages

Wednesday, June 19, 2019

რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა ვაჟა-ფშაველას შვილი, ლევან რაზიკაშვილი და რა უპასუხა სერგო ორჯონიკიძემ ლევანის შეწყალების თხოვნაზე ქართველ მწერლებს

საქმე N22905-61
საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი...
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


...

*ვაჟა-ფშაველასა და კეკეს მეორე შვილი.
*მამის იდეებზე და ლექსებზე გაზრდილი ბიჭი.
*თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ერთ მერხზე მსხდომი და მისი ბავშვობის, უახლოესი მეგობარი...
თუნდაც, ამ სამ წინადადებაში მოქცეული ბიოგრაფიული მონაცემი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ლევან რაზიკაშვილის მსოფლმხედველობასა და მის პიროვნებაზე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას...
თუმცა მოსაყოლი ჯერ კიდევ ბევრია...
.

🙏 საქართველოს საპატრიარქო


ვაჟა - ფშაველა ოჯახთან ერთად
ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა.
მომდევნო წლებში მან გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა და აქვე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე - ულამაზესი 17 წლის, თამარ თვარელიძე .
წყვილის ქორწილზე ნეფე-პატარძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდათ თურმე...
ვაჟას დანახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებია, რომ ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ია-ვარდი მოუფენიათ მათთვის.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ვაჟას ბევრი არაფერი ებადა, თუმცა შვილს გული არ დასწყვიტა და თავისი ერთადერთი ძვირფასი ნივთი, ოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული საათი, ქორწილშივე უსახსოვრა.
სიკვდილის პირას მყოფი ვაჟა ლევანმა და თამარმა თბილისში მოინახულეს. ვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოეფერა და უთხრა, მალე ლუკა დაიბადებაო.
ლუკა რაზიკაშვილი ვაჟას სიკვდილის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.
ვაჟა-ფშაველა მეუღლე თამართან და ვაჟებთან
- ლევანთან და ვახტანგთან

1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა, სადაც ფშავის მილიციის უფროსად დანიშნეს.
ეს არის პერიოდი, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძვის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.
საბჭოთა ხელისუფლება მათ წინააღმდეგ დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას იწყებს.
სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთში მსხვილი სამხედრო შენაერთები იგზავნება, რომელთაც დავალება ეძელევათ უმოკლეს დროში ჩაახშონ აჯანყება და სრულიად ხევსურეთი დაიმორჩილონ!
როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსია...
ალყაში მოქცეული ჩოლოყაშვილი კი ქრება.
ლევანს საბჭოთა ბრძანების შეუსრულებლობა და ღალატი ბრალდება.
ის მიჩნეულია ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების გასატარებლად.
რაზიკაშვილის საქმეში დევს საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის იოვიძის მიერ საქართველოს "ჩეკასადმი" 1922 წლის 8 ნოემბერს გაგზავნილი N445 სრულიად საიდუმლო მიწერილობა, რომელშიც ნათქვამია:
"თქვენი 3 ნოემბრის N17756 მოთხოვნის თანახმად გაცნობებთ, რომ ჩემი ხევსურეთში ყოფნის დროს, როცა იქ საბჭოთა ხელისუფლების ორგანიზაციას ვახდენდი, თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ მომახსენა სიტყვიერად, რომ მაღაროსკარის მილიციის უფროს რაზიკაშვილს კავშირი ჰქონდა ბანდიტ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მილიციის ბრძოლის თვალსაზრისით სრული უმოქმედობა, ის კი არა, თანაგრძნობაც კი გამოავლინა.
საკუთარ თავს უწოდებდა ეროვნულ დემოკრატს. ფშავ-ხევსურეთში ჩვენი ოპერაციების დროს იგი თვითნებურად წავიდა სამსახურიდან. ყოველივე ამის გამო მე განკარგულება გავეცი, რაზიკაშვილი დაეპატიმრებინათ და ყველა საბრალდებო მასალით საქჩეკაში გადაეგზავნათ".

1922 წლის 30 სექტემბერს ლევანს ბრალს სდებენ ბანდიტიზმში მონაწილეობასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში და აპატიმრებენ.
მას დახვრეტა ელის.
...
სრულიად საქართველო შეძრწუნებულია განვითარებული მოვლენებით.
საქართველოს მწერლები : შალვა დადიანი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი პირადადაც კი სთხოვენ სერგო ორჯონიკიძეს : "შეწყალებული იქნეს ვაჟა-ფშაველას შვილი".
სერგო ორჯონიკიძის პასუხი კი ასეთია:
"ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!"
...ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმადნაფიცი, ლევან რაზიკაშვილი 1923 წლის 16 თებერვალს ღამის ორ საათზე დახვრიტეს
გაივლის გარკვეული პერიოდი და მწერალ გივი ბუთხუზსს ვიღაც მოხუცი გაუმხელს –
ლევან რაზიკაშვილის დახვრეტაში მონაწილეობას მეც ვიღებდი. როცა დასახვრეტად მიგვყავდა, ერთხელაც არ შეუხრია წარბი, გვეძახდა სამშობლოს გამყიდველებს, ხალხის მტრებს, მკვლელებს.

”მოტყუებით ჩამიგდეთ, ძაღლებო, არაო? არ შეგრჩებათ ჩემი დახვრეტა, მოვა დრო, ისევ აღსდგება საქართველო, მომავალი თაობები კეთილად გაიხსენებენ სამშობლოსათვის დაცემულთ და ბრალი თქვენი, თქვე უწმინდურებო, რომ მომგონებელიც აღარავინ იქნება თქვენი”.
...
დრომ, მართლაც უპასუხა ამ ისტორიას. 
ლუკა რაზიკაშვილი მამის საამაყო შვილად და ეროვნულ გმირად დარჩა!
intermedia.ge

No comments:

Post a Comment