Pages

Saturday, June 22, 2019

დღეს ზაფხულის ბუნიობაა --ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე

დღეს, 21 ივნისს ზაფხულის ბუნიობაა. წელიწადის ამ დღეს დედამიწა ყველაზე დიდხანსაა მზისაგან განათებული.21 ივნისის დილა წლის მანძილზე ყველაზე ადრეულ დროს თენდება, ხოლო დაბინდება ასევე ყველაზე გვიან იწყება.21 ივნისიდან დღე იწყებს კლებას, ღამე კი მატებას, და ეს გრძელდება 21 დეკემბრამდე, ზამთრის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე გვაქვს.
გარდა ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობისა, ასევე არსებობს შემოდგომისა და.გაზაფხულის ბუნიობაც, შესაბამისად, 23 სექტემბერსა და 21 მარტს. ამ დროს დღე ღამის თანაფარდობა ტოლია, ანუ ზუსტად 12-12 საათია დღეცა და ღამეც.
ასტროლოგიურად, ზაფხულის ბუნიობა ითვლება წელიწადის ცხელი სეზონის დასაწყისად.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ზამთრისა და ზაფხულის ბუნიობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნებოდა მრავალი საუკუნის წინ, თუმცა გარკვეული ტრადიციები ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც შემორჩენილია და განსაკუთრებულადაც აღნიშნავენ.


უნდა ითქვას, რომ ზაფხულის ბუნიობა ძველ დროში საქართველოშიც აქტიურად აღინიშნებოდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ზოგადად კი, მზისადმი თაყვანისცემა პრეისტორიულ ხანაში ხდებოდა და იმ დროინდელი ხალხის რწმენით, ზაფხულის ბუნიობა სიცოცხლისა და გამოღვიძების სიმბოლო იყო, ხოლო ზამთრის ბუნიობა, პირიქით, -სიკვდილისა და წარმავლობის გამომხატველი იყო.
P.s. მშვიდობიან ზაფხულის ბუნიობას გისურვებთ!!!
თქვენთვის საინტერესო იქნება:
intermedia.ge

No comments:

Post a Comment