Pages

Saturday, June 22, 2019

ექსპერტები: საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს



რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
ასე აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ.
ექსპერტები ფიქრობენ , რომ რუსეთზე ქვეყანა დამოკიდებული არ უნდა იყოს. 
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში განვითარებული მოვლენები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არსებული საფრთხეების შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment