თემები ძველი თბილისის ისტორიიდან მკითხველს ყოველთვის აინტერესებს და ამჯერად გვინდა ძველ თბილისში ქეიფის თემას შევეხოთ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ძველ თბილისში შრომაც იცოდნენ და რიგიანი ქეიფიც. შესაბამისად, არაერთი საქეიფო ადგილიც არსებობდა: ორთაჭალისა და კრწანისის ბაღები, ამასთან - ორთაჭალის ჩარდახები, თბილისური სარდაფები და დუქნები, სადაც ცდილობდნენ, თავი გამოეჩინათ კერძების მრავალფეროვნებითა და კარგი ღვინით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ქეიფს, როგორც აღვნიშნეთ, იმთავითვე დიდ ყურადღებას აქცევდა და გარკვეულ დროსაც უთმობდა.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელები - ზოგი ფაეტონით, ზოგი ეტლით და ზოგი ფეხით - ორთაჭალის ბაღებს მიაშურებდნენ, სადაც მწვანე სამეფოში დარბაისლური, ქალაქური პურმარილი იმართებოდა - გვეუბნება ეთნოგრაფი, პროფესოსრი როლანდ თოფჩიშვილი. ისმოდა არა მხოლოდ სადღეგრძელოები, არამედ მოსწრებული სიტყვა-პასუხიც. მეზობელი სუფრის წარმომადგენლები ერთმანეთს თავაზიანად იწვევდნენ. ორთაჭალის ბაღებში მისვლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადებული ხის ხიდით შეიძლებოდა, ნავითაც გადაადგილდებოდნენ. ორთაჭალაში იყო ყარაჩოხელისა და მოკრივე ნიკალა ცაცაშვილის რეტორანი, „ელდორადო“, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა. ორთაჭალის ხშირი სტუმარი ყოფილა გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც თავის ცნობილ „მუხამბაზში“ მოკრივე-მოქეიფეს, მეთევზე ლოპიანას ასე ათქმევინა: „ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ, / დარდიმანდის ლხინში მნახე ვინა ვარ! / ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ?..“
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ორთაჭალის ბაღში დუდუკის ტკბილ ჰანგზე ისმოდა ქალაქელ აშუღთა - საიათნოვას, ბეჩარას, ჰაზირას, მელქოს, იეთიმ გურჯის ლექსები.ქალაქელმა კაცმა შრომა და ლხინი გემრიელი იცოდა, მაგრამ მოქეიფეთა შორის იყო ჩხუბიც და აყალ-მაყალიც... მათ სადღეგრძელოებში ჩაქსოვილი იყო კაცთმოყვარეობა, ცხოვრებისეული ფიქრი, სიხარული და ტკივილი: "ქვეყანა ზღვაა, მიდის კაცი, ზოგს ატივტივებს, ზოგს დასძირავს, რისგან არის? ადამიანის სიბოროტის, შურის და ავგულისაგან". ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა დუდუკის ჰანგები.
ტივზე აჰქონდათ მაყალი, იქვე კლავდნენ ბატკანს, ღამით ტივზე ქეიფი თეატრალიზებულ, რაღაც „მისტერიულ“ სახეს ატარებდა - მთვარის შუქზე, მტკვრის ტალღაზე ირეკლებოდა მოქეიფეთა გრძელი ჩრდილები. დილის საათზე ღამენათევი მეინახეები ქეიფს თბილისის აბანოებში აგრძელებდნენ
თბილისში განთქმული იყო „ქოსების დუქანი“, „ჭინკების დუქანი“, „ბაბაჭუას დუქანი“ და სხვ. დუქნის პატრონი კლიენტის მისაზიდად, დუქანს ეგზოტიკურ სახელს არქმევდა და მხატვრულად გაფორმებულ აბრას უკეთებდა, მაგალითად, ასეთს: „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი“, „სანდრო, ნალეი, პივა, თორემ თავი მტკივა“, „ზალატიე გოსტი“, „ზალატოე ვრემია“, „სამ პრიშოლ“, „ედემი“, „თუმნით ვქეიფობ“, „პივნაია აზია, გვერდს მიზის ლამაზია“ და სხვ.
ქალაქის პირველი კლასის რესტორნები თავიანთ კლიენტებს პრესაში გამოქვეყნებული რეკლამის საშუალებით სთხოვდნენ მობრძანებას. ამ რესტორნებში სტუმართა გასართობად პროფესიონალ მომღერლებს, მოცეკვავეებს, ორკესტრებს იწვევდნენ, სუფრაც ევროპული იყო, მაგრამ ძველი ქალაქური პეწი აქაც ტრიალებდა.
ამ ცნობებსა და ამბებს კი მაშინდელ ჩანაწერებში, გაზეთებში, მწერალთა ნამუშევრებში უხვად შეხვდება მკითხველი.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment