აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლის მეგობარი კაცი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ორივეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment