Pages

Tuesday, June 11, 2019

ქართული სახელმწიფოები

საბოლოოდ დაიმორჩილო საქართველო - ეს შეუძლებელია. საზოგადოდ, არსებობს ხალხები და ქვეყნები, რომელიც შესაძლოა იყოს ოკუპირებული გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ ყველა ოკუპანტი ტოვებს მას შერცხვენილი, 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვინაიდან აქ უძველესი ხალხი მოსახლეობს, რომელთაც აქვთ არა მხოლოდ საკუთარი თვითმყოფადობა, არამედ ღირსების გამოხატული შეგრძნება და საკუთარი თავის და მეგობრების პატივისცემა, მაგრამ მტრებს ისინი არასოდეს იწყნარებენ და როგორც კიბოს, ვირუსს და ბაქტერიას სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის იმუნიტეტი, ისე ებრძვიან ეროვნულ ორგანიზმში შეჭრილ უცხო სხეულს და ადრე თუ გვიან აუცილებლად ინელებენ მას, თავად კი იშუშებენ ჭრილობებს, ვინაიდან, როგორც დიდი უკრაინელი მწერალი ლესია უკრაინკა ამბობდა ქართველები

🙏 საქართველოს საპატრიარქო

 "პრომეთეუსის ქედუხრელი შთამომავლები" არიან, მათ სისხლში აქვთ ეროვნული რეგენერაციის, თვითაღდგენის გამორჩეული უნარი, რაც არაერთხელ დამტკიცდა ისტორიის განმავლობაში და შეუვალი ფაქტია. ქართველთა მრავალათასწლოვან ისტორიას ახსოვს უამრავი იმპერია, რომელიც ბევრად უფრო გამანადგურებელნი იყვნენ, ვიდრე საბჭოთა კავშირის ნარჩენები. მე-8 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე ქართველებს რამდენიმე ასეული ბრძოლა ჰქონდათ უდიდეს ისლამურ ოკეანესთან, უმეტესად სრულიად უმოკავშირეოდ დარჩენილებს. აქ რომი და ბიზანტია, სპარსეთი და არაბული ხალიფატი, თურქ-სელჯუკები და თათარ-მონღოლები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, ამ ერს უნახავს თემურ ლენგის და სხვა აღმოსავლელი კაციჭამიების აპოკალიფსური მასშტაბის შემოსევები, მაგრამ ჩვენმა ხალხმა დღევანდელ დღემდე მოიტანა ენა, კულტურა, რასა, სახელმწიფოებრიობა და ტერიტორია, ასე რომ, დაე მოვიდნენ და წავიდნენ, წარმოიქმნან და გაქრნენ იმპერიები - საქართველო კი რჩება.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველოს მხოლოდ სახელმწიფოებრიობის ისტორია 33 საუკუნეზე მეტს ითვლის. ქართველი ერი დგას ძალიან მყარ ფესვებზე და ამ ფესვებს წინაპართა უკვდავი ხსოვნა ჰქვია. წინაპრების, რომელთა რიცხვი აჭარბებს მილიარდ ადამიანს. ხის სიმაღლე კი ფესვებიდან იზომება, სიძლიერეც ფესვებზეა დამოკიდებული, ამიტომაა რომ ვერავინ აქცევს ამ იგდრაზილს. მცირე ერი? როგორ შეიძლება ეწოდოს რომელიმე ერს მცირე, როდესაც ერთი ადამიანიც კი არ არის მცირე? საინტერესო ფაქტი: 10 მილილიტრი თხევადი წყალი ტრილიონჯერ ტრილიონი (10^24) ატომისგან შედგება. ყოველი ადამიანის სხეულის საერთო მასის მინიმუმ 55% წყალია. წყალი ამ სამყაროში პირველად წარმოიქმნა 13.5 მილიარდი წლის წინ. თითოეული საშუალო ზომის ადამიანი, რომელიც იწონის 60 კილოგრამს, შედგება დაახლოებით 60 ტრილიონი უჯრედისგან. თითოეული უჯრედი ამ სამოცი ტრილიონი უჯრედიდან არის მცირე ქარხანა, რომელშიც დედამიწური სიცოცხლის განვითარების 4-მილიარდწლიანი ისტორიაა ჩაწერილი. ეს "ქარხნები" მუშაობენ ერთად და შეთანხმებულად, რომ წარმოქმნან ადამიანის ორგანიზმი, არსება, რომელიც ჩვენთვის ცნობილ სამყაროში ერთადერთია, რომელსაც სრულად ჩამოყალიბებული პიროვნულობა და უმაღლესი ცნობიერი გააჩნია. ადამიანი ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური და მეტაფიზიკური საოცრება და მეგასამყაროში არსებული ცალკეული მოაზროვნე სამყაროა. წარმოიდგინეთ რამდენად დიდებულია მრავალათასწლოვანი ერი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ცივილიზაციის განვითარებაში და ადამიანური კულტურის სათავეებთან დგას, ვინაიდან მისი შექმნილია 10 იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაცია, მისი დაწურულია პირველი ღვინო, მისი დამუშავებულია პირველი ოქროს მაღარო, მისი შექმნილია პირველი თაფლის წარმოების ხელოვნებამეტალურგიატანსაცმლის დამზადების ტექნოლოგია... საქართველოს მიწაზე ადამიანი უკვე 2 მილიონი წლის განმავლობაში მოსახლეობს და ამ ადამიანს ჰომო გეორგიკუსი (ქართველი ადამიანი) ეწოდება. ბოლო 200 ათასი წლის განმავლობაში საშუალოდ ამდენივე ეთნოსია დაღუპული, ამდენივე ენაა მკვდარი, ჩვენ კი დღევანდელ დღემდე მოვიტანეთ ოთხი ქართველური ენა - ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური და სამი ქართველური დამწერლობა - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე აქამდე არსებული და უკვე გადაშენებული 200 ათასამდე ენიდან და დღეს არსებული 5000-ზე მეტი ენიდან 98%-ს ერთი საკუთარი, თვითმყოფადი დამწერლობაც კი არ ჰქონია და არ აქვს. იგივეს თქმა შეიძლება სახელმწიფოებრიობაზე, ქართველებს 30-ზე მეტი სახელმწიფო გვქონდა ისტორიულად, ბევრი ეთნოსი კი ისე გადაეგო ისტორიიდან, რომ ერთი სახელმწიფოც კი არ ჰქონია. 200 ათასი ეთნოსიდან 90%-ზე მეტი ისე გადაშენდა რომ მათი სახელებიც არ ვიცით, ქართველური ხალხებიდან კი 30 უძველეს და უკვე გადაშენებულ ხალხზე გვაქვს ისტორიული ჩანაწერებიდან ინფორმაცია და მათი პირდაპირი შთამომავლები დღეს ვართ - ქართველი ხალხი. უძვირფასესი ქონება რაც გაგვაჩნია ამ სამყაროში არის სწორედ ეს ქართველი ხალხი და ამ ხალხისთვის და ამ ხალხის გულისათვის, ჩვენ ვიმოქმედებთ და ვიბრძოლებთ და არასოდეს შევსუსტდებით, არც არასოდეს დავიღლებით, არასდროს დავკარგავთ სიმამაცეს და არც რწმენას დავკარგავთ მასში. მათ შეუძლიათ ჩაგვახშონ, მათ შეუძლიათ მოგვკლან კიდეც თუ გნებავთ, მაგრამ დანებებას - ვერ ეღირსებიან.


ქართული სახელმწიფოები:


1. კოლხეთის სამეფო - ძვ.წ. XII - I საუკუნეები.
2. დიაოხის სამეფო - ძვ.წ. მე-XIII - VIII საუკუნეები.
3. იბერიის სამეფო - ძვ.წ. 600 - ახ.წ. 570 წწ.
14. ქართლის სამეფო - 1479-1762 წწ.
24. ზაბახას სამეფო - დაახ. ძვ.წ. XII - VI სს.
26. გურიანას სამეფო - დაახ. ძვ.წ. 1200-550 წწ.
27. ვიტეროხის სამეფო - დაახ. ძვ.წ. 1200-550 წწ.
28. ლორეს სამეფო - 978-1122 წწ.
31. ნაირის ქვეყნები (ნაირის 22 ქვეყნიდან ზოგიერთი ქართველური სამეფო იყო, მაგრამ არაა დაზუსტებით რომლები) - ძვ.წ. 1114-860 წწ.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment