რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმის მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ Euronews-ი ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.
სერგეი ბადამშინის განმატებით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე - პროკურატურა მხოლოდ გამოძიების მუშაობას შეამოწმებს.
გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა. 8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს.
დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment