Pages

Sunday, June 30, 2019

ილია მეორე: მშვიდობა აუცილებელია ადამიანისთვის და ქვეყნისთვის

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა რთულ დროსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
პატრიარქის თქმით,  კაცობრიობა მეტად რთულ დროს ცხოვრობს: 
„ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო.  ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და ითხოვენ ახალ პირობებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი, სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს"

ილია მეორემ მრევლი დალოცა და ათონელი წმინდა მამების ხსენების დღე მიულოცა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment