Pages

Thursday, June 13, 2019

ბათუმში მაშველი გოგოები საზაფხულო სეზონისთვის ემზადებიან

აჭარის სანაპიროზე წელს მაშველი გოგოები გამოჩნდებიან. ისინი მუშაობას სეზონის გახსნის დღიდან, 15 ივნისიდან დაიწყებენ. ბათუმში მთლიანობაში 20-მდე გოგო მაშველი იმუშავებს.
ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე მაშველი გოგოები სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი.
მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია წინა სეზონის მაშველთა რაოდენობაზე.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment