აჭარის სანაპიროზე წელს მაშველი გოგოები გამოჩნდებიან. ისინი მუშაობას სეზონის გახსნის დღიდან, 15 ივნისიდან დაიწყებენ. ბათუმში მთლიანობაში 20-მდე გოგო მაშველი იმუშავებს.
ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე მაშველი გოგოები სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი.
მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია წინა სეზონის მაშველთა რაოდენობაზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment