აშშ-ში ფერმერულ მეურნეობებში კანაფის წარმოების მიმართ ინტერესი მზარდი გახდა. 2018 წელს აშშ-ში მიირეს კანონი, რომლის თანახმადაც კანაფი ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალურმა სამსახურმა კონტროლიდან ამოიღო. საუბარია საკვებ კანაფზე, წერს გამოცემა Reuters -ი.
გამოცემის ცნობით, საკვები კანაფის ნარგავების მოცულობამ აშშ-ში 2018 წელს 78 176 ჰექტარი შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი საპილოტე პროგრამის ფარგლებში 25 713 ჰექტარი იყო.
გამოცემის ცნობით აშშ-ში 2018 წელს საკვები კანაფის გაყიდვებმა $1,1 მილიარდი შეადგინა. სოფლის მეურნეობის ექსპერტების პროგნოზით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $1,9 მილიარდი იქნება.
ფერმერები ამბობენ, რომ საკვები კანაფის კარგი მოსავალის მიღების შედეგად ერთ ჰექტარზე მოგებამ შესაძლოა $750 შეადგინოს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment