Sunday, June 16, 2019

აშშ-ში საკვები კანაფის წარმოება იზრდება

აშშ-ში ფერმერულ მეურნეობებში კანაფის წარმოების მიმართ ინტერესი მზარდი გახდა. 2018 წელს აშშ-ში მიირეს კანონი, რომლის თანახმადაც კანაფი ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალურმა სამსახურმა კონტროლიდან ამოიღო. საუბარია საკვებ კანაფზე, წერს გამოცემა Reuters -ი. 
გამოცემის ცნობით, საკვები კანაფის ნარგავების მოცულობამ აშშ-ში 2018 წელს 78 176 ჰექტარი შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი საპილოტე პროგრამის ფარგლებში 25 713 ჰექტარი იყო. 
გამოცემის ცნობით აშშ-ში 2018 წელს საკვები კანაფის გაყიდვებმა $1,1 მილიარდი შეადგინა. სოფლის მეურნეობის ექსპერტების პროგნოზით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $1,9 მილიარდი იქნება. 
ფერმერები ამბობენ, რომ საკვები კანაფის კარგი მოსავალის მიღების შედეგად ერთ ჰექტარზე მოგებამ შესაძლოა $750 შეადგინოს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment