გასული კვირის ბოლოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მაჩანჩალა გიბრალტარი დაამარცხა (3:0) და დანიაში გაემგზავრა გაცილებით რთული გამოცდის ჩასაბარებლად. თუმცა ბოლო დღეების ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი ისევ სუმოს უკავშირდება - მორიგი ტრავმისა და მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მაინც დაიბრუნა "ოძეკის" რანგი და გახდა სუმოს ისტორიაში მეექვსე "რიკიში" (პროფესიონალი სუმოისტი), რომელმაც ამ პრესტიჟული წოდების დაბრუნება დაკარგვიდან ერთი ტურნირის შემდეგ შეძლო! 16 ივნისს ლევანი საქართველოში ჩამოდის, მანამდე კი "კვირის პალიტრას" მორიგ ექსკლუზივზე დათანხმდა:
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
- შეკრებაზე კი წამოვედი, მაგრამ მთელი დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ. "ენდოსთან" შეხვედრისას დოჰიოს მუხლი დავარტყი და მენისკი დავიზიანე, - მყესი სანახევროდ გაგლეჯილი მაქვს. ჯვარედინი იოგი ისედაც აღარ მქონდა და ახლა ესეც დაემატა. შეკრებაზე წამოსვლამდე კიდევ დამჭირდა მუხლიდან სითხის ამოღება. ნემსებითა და მედიკამენტებითაც ვმკურნალობ. ცოტა წონაშიც დავიკელი და ყველანაირად ვცდილობ, ივლისის ბაშომდე დარჩენილ ერთ თვეში როგორმე გამოვჯანმრთელდე.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
- მუხლიდან სითხის ამოღება ბაშოზეც დაგჭირდა?
- დიახ, ვინც მაისის ტურნირზე ჩემს გამოსვლას ადევნებდა თვალს, ნახავდა, რომ საწყისი ათი დღე კარგად ვიჭიდავე, მას შემდეგ კი, რაც ტრავმა მივიღე, ფეხს ბოლომდე ვეღარ ვეყრდნობოდი. სითხის ამოღების შემდეგ ფეხში ძალას კარგავ, მუხლს ძალას ვეღარ ატან.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- არადა, ნაცუ ბაშო საუცხოოდ დაიწყე: ეს კარგი ფიზიკური კონდიციის დამსახურება იყო თუ "ოძეკის" წოდების დაბრუნების წყურვილის?
- ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მომზადებული. ოსაკას ბაშოს დასრულების შემდეგ, ძველ ტრავმებს აღარ შევუწუხებივარ (ლევანს მუხლისა და მენჯის ქრონიკული ტრავმები აქვს. - ავტ.) და სრული დატვირთვით ვივარჯიშე, საჩვენებელ ტურნირებშიც კარგად ვიასპარეზე და რაც მთავარია, განწყობაც კარგი მქონდა! სამწუხაროდ, ნაცუ ბაშოს მერვე დღის შემდეგ, როცა "ენდოსთან" შეხვედრაში დავეცი და მენისკი დავიზიანე, ყველაფერი აირია.
- "ენდოსთან" სასტარტო შეჯახებიდან მალევე ფეხი გაგისრიალდა და დაეცი...
- ვერც მივხვდი, რა მოხდა იმ ეპიზოდში... ისე კი, "ენდოსთან" ჭიდაობა სულ მიჭირს - დაბალი დგომი აქვს და ჩემთვის უხერხული მეტოქეა. წაგებას ვინ დაეძებდა, ნეტავ მორიგი ტრავმა არ მიმეღო. მუხლში ძალა რომ გამომეცალა, მერე კი ვინანე, რატომ გამოვიღე სითხე, როგორმე გამეძლო და ბაშოს ბოლომდე ტკივილგამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა-მეთქი, მაგრამ ხომ იცით, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მხოლოდ მერე ჩანს.
- ისე, ტრავმებზე მხოლოდ ბაშოს დასრულების შემდეგ ლაპარაკობ ხოლმე. შარშანაც გვიან გაამხილე, მოტეხილი მაჯით რომ ეჭიდავე "იოკოძუნა" "კაკურიუს".
- ვცდილობ ტრავმაზე ბევრი არ ვილაპარაკო. შარშან სხვა ვითარება იყო: არ მინდოდა ეფიქრათ, "ოძეკის" წოდება გაინაღდა და "იოკოძუნასთან" შეხვედრას თავი აარიდაო. მაინც უნდა მეჭიდავა და წუწუნს რა აზრი ჰქონდა?!
ახლა მაისის ბაშოს ყველაზე სკანდალური შეხვედრა გავიხსენოთ - "ტოჩინოშინი"-"ასანოიამა".
- როცა "შიმპანები" (მსაჯები, რომლებიც რინგს გარეთ აკვირდებიან ორთაბრძოლას. - ავტ.) დოჰიოზე ავიდნენ სათათბიროდ, ვიფიქრე, წესი ხომ არ დავარღვიე და "ასანოიამას" თმაზე ხომ არ მოვქაჩე-მეთქი? თუმცა ასეთი ვერაფერი გავიხსენე და ჩავთვალე, რომ შეხვედრა მოგებული მქონდა... იმის მიუხედავად, რომ "მონო-ი" (მსაჯების თათბირი) უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, მაინც მჯეროდა, რომ მოგებას არ წამართმევდნენ, ასეთ დაუშვებელ რაღაცას არ დაუშვებდნენ, მაგრამ როცა გადაწყვეტილების გამოცხადება ძალიან გაჭიანურდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო... ფაქტობრივად, აჩუქეს ჩემპიონობა "ასანოიამას", ლანგრით მიართვეს "იმპერატორის თასი"!
- წლებია, არავის უნახავს ამდენ ხანს გაგრძელებული "მონო-ი". როგორ დაადგინეს, რომ დოჰიოდან "ძირს გადადგი" ფეხი?
- ექვსწუთიანი "მონო-ი" სუმოში მართლაც არავის ახსოვს! მთავარ მსაჯს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებს, ყურსასმენი უკეთია და მისი მეშვეობით სპეციალური კამერების გადაღებულ ინფორმაციას აწვდიან. როგორც გავიგე, ყურსასმენში სამჯერ(!) უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, მაგრამ მთავარი მსაჯი მაინც ჩემ უკან მჯდომ "ოიაკატას" (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი) დაეთანხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო. დაეთანხმნენ და წაგება ჩამითვალეს
ambebi.ge
No comments:
Post a Comment