Monday, June 10, 2019

"ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე" - ტოჩინოშინი სკანდალური შეჯიბრის დეტალებზე

გა­სუ­ლი კვი­რის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მა­ჩან­ჩა­ლა გიბ­რალ­ტა­რი და­ა­მარ­ცხა (3:0) და და­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. თუმ­ცა ბოლო დღე­ე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ამ­ბა­ვი ისევ სუ­მოს უკავ­შირ­დე­ბა - მო­რი­გი ტრავ­მი­სა და მსა­ჯე­ბის არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტო­ჩი­ნო­შინ­მა (ლე­ვან გორ­გა­ძე) მა­ინც და­იბ­რუ­ნა "ოძე­კის" რან­გი და გახ­და სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში მე­ექ­ვსე "რი­კი­ში" (პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სუ­მო­ის­ტი), რო­მელ­მაც ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი წო­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და­კარ­გვი­დან ერთი ტურ­ნი­რის შემ­დეგ შეძ­ლო! 16 ივ­ნისს ლე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, მა­ნამ­დე კი "კვი­რის პა­ლიტ­რას" მო­რიგ ექ­სკლუ­ზივ­ზე და­თან­ხმდა:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


- შეკ­რე­ბა­ზე კი წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მთე­ლი დატ­ვირ­თვით ვერ ვვარ­ჯი­შობ. "ენ­დოს­თან" შეხ­ვედ­რი­სას დო­ჰი­ოს მუხ­ლი და­ვარ­ტყი და მე­ნის­კი და­ვი­ზი­ა­ნე, - მყე­სი სა­ნა­ხევ­როდ გაგ­ლე­ჯი­ლი მაქვს. ჯვა­რე­დი­ნი იოგი ისე­დაც აღარ მქონ­და და ახლა ესეც და­ე­მა­ტა. შეკ­რე­ბა­ზე წა­მოს­ვლამ­დე კი­დევ დამ­ჭირ­და მუხ­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა. ნემ­სე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თაც ვმკურ­ნა­ლობ. ცოტა წო­ნა­შიც და­ვი­კე­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ივ­ლი­სის ბა­შომ­დე დარ­ჩე­ნილ ერთ თვე­ში რო­გორ­მე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

- მუხ­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა ბა­შო­ზეც დაგ­ჭირ­და?
- დიახ, ვინც მა­ი­სის ტურ­ნირ­ზე ჩემს გა­მოს­ვლას ადევ­ნებ­და თვალს, ნა­ხავ­და, რომ სა­წყი­სი ათი დღე კარ­გად ვი­ჭი­და­ვე, მას შემ­დეგ კი, რაც ტრავ­მა მი­ვი­ღე, ფეხს ბო­ლომ­დე ვე­ღარ ვეყ­რდნო­ბო­დი. სი­თხის ამო­ღე­ბის შემ­დეგ ფეხ­ში ძა­ლას კარ­გავ, მუხლს ძა­ლას ვე­ღარ ატან.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- არა­და, ნაცუ ბაშო სა­უ­ცხო­ოდ და­ი­წყე: ეს კარ­გი ფი­ზი­კუ­რი კონ­დი­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო თუ "ოძე­კის" წო­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის წყურ­ვი­ლის?
- ფი­ზი­კუ­რა­დაც კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ოსა­კას ბა­შოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ძველ ტრავ­მებს აღარ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ (ლე­ვანს მუხ­ლი­სა და მენ­ჯის ქრო­ნი­კუ­ლი ტრავ­მე­ბი აქვს. - ავტ.) და სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვი­ვარ­ჯი­შე, საჩ­ვე­ნე­ბელ ტურ­ნი­რებ­შიც კარ­გად ვი­ას­პა­რე­ზე და რაც მთა­ვა­რია, გან­წყო­ბაც კარ­გი მქონ­და! სამ­წუ­ხა­როდ, ნაცუ ბა­შოს მერ­ვე დღის შემ­დეგ, როცა "ენ­დოს­თან" შეხ­ვედ­რა­ში და­ვე­ცი და მე­ნის­კი და­ვი­ზი­ა­ნე, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.
- "ენ­დოს­თან" სას­ტარ­ტო შე­ჯა­ხე­ბი­დან მა­ლე­ვე ფეხი გა­გის­რი­ალ­და და და­ე­ცი...
- ვერც მივ­ხვდი, რა მოხ­და იმ ეპი­ზოდ­ში... ისე კი, "ენ­დოს­თან" ჭი­და­ო­ბა სულ მი­ჭირს - და­ბა­ლი დგო­მი აქვს და ჩემ­თვის უხერ­ხუ­ლი მე­ტო­ქეა. წა­გე­ბას ვინ და­ე­ძებ­და, ნე­ტავ მო­რი­გი ტრავ­მა არ მი­მე­ღო. მუხ­ლში ძალა რომ გა­მო­მე­ცა­ლა, მერე კი ვი­ნა­ნე, რა­ტომ გა­მო­ვი­ღე სი­თხე, რო­გორ­მე გა­მეძ­ლო და ბა­შოს ბო­ლომ­დე ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის დახ­მა­რე­ბით მე­ჭი­და­ვა-მეთ­ქი, მაგ­რამ ხომ იცით, ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მხო­ლოდ მერე ჩანს.
- ისე, ტრავ­მებ­ზე მხო­ლოდ ბა­შოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ლა­პა­რა­კობ ხოლ­მე. შარ­შა­ნაც გვი­ან გა­ამ­ხი­ლე, მო­ტე­ხი­ლი მა­ჯით რომ ეჭი­და­ვე "იო­კო­ძუ­ნა" "კა­კუ­რი­უს".
- ვცდი­ლობ ტრავ­მა­ზე ბევ­რი არ ვი­ლა­პა­რა­კო. შარ­შან სხვა ვი­თა­რე­ბა იყო: არ მინ­დო­და ეფიქ­რათ, "ოძე­კის" წო­დე­ბა გა­ი­ნაღ­და და "იო­კო­ძუ­ნას­თან" შეხ­ვედ­რას თავი აა­რი­დაო. მა­ინც უნდა მე­ჭი­და­ვა და წუ­წუნს რა აზრი ჰქონ­და?!
 ახლა მა­ი­სის ბა­შოს ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ვიხ­სე­ნოთ - "ტო­ჩი­ნო­ში­ნი"-"ასა­ნო­ი­ა­მა".
- როცა "შიმ­პა­ნე­ბი" (მსა­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც რინგს გა­რეთ აკ­ვირ­დე­ბი­ან ორ­თაბ­რძო­ლას. - ავტ.) დო­ჰი­ო­ზე ავიდ­ნენ სა­თათ­ბი­როდ, ვი­ფიქ­რე, წესი ხომ არ და­ვარ­ღვიე და "ასა­ნო­ი­ა­მას" თმა­ზე ხომ არ მოვ­ქა­ჩე-მეთ­ქი? თუმ­ცა ასე­თი ვე­რა­ფე­რი გა­ვიხ­სე­ნე და ჩავ­თვა­ლე, რომ შეხ­ვედ­რა მო­გე­ბუ­ლი მქონ­და... იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "მონო-ი" (მსა­ჯე­ბის თათ­ბი­რი) უჩ­ვე­უ­ლოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, მა­ინც მჯე­რო­და, რომ მო­გე­ბას არ წა­მარ­თმევ­დნენ, ასეთ და­უშ­ვე­ბელ რა­ღა­ცას არ და­უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და, მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­მე ცუ­დად იყო... ფაქ­ტობ­რი­ვად, აჩუ­ქეს ჩემ­პი­ო­ნო­ბა "ასა­ნო­ი­ა­მას", ლან­გრით მი­არ­თვეს "იმ­პე­რა­ტო­რის თასი"!
- წლე­ბია, არა­ვის უნა­ხავს ამ­დენ ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი "მონო-ი". რო­გორ და­ად­გი­ნეს, რომ დო­ჰი­ო­დან "ძირს გა­დად­გი" ფეხი?
- ექ­ვსწუ­თი­ა­ნი "მონო-ი" სუ­მო­ში მარ­თლაც არა­ვის ახ­სოვს! მთა­ვარ მსაჯს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აცხა­დებს, ყურ­სას­მე­ნი უკე­თია და მისი მეშ­ვე­ო­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­მე­რე­ბის გა­და­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან. რო­გორც გა­ვი­გე, ყურ­სას­მენ­ში სამ­ჯერ(!) უთხრეს, რომ დო­ჰი­ოს გა­რეთ ფეხი არ და­მიდ­გამს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მსა­ჯი მა­ინც ჩემ უკან მჯდომ "ოი­ა­კა­ტას" (სუ­მოს მწვრთნე­ლი, კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი) და­ე­თან­ხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ და­ი­ნა­ხაო. და­ე­თან­ხმნენ და წა­გე­ბა ჩა­მით­ვა­ლეს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment