Pages

Saturday, June 29, 2019

მედია: მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგოს საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს

მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს, რომელმაც ქართველ გოგოს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, - წერს იტალიური მედია.
27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ორი თვის წინ კი გარდაცვლილი იპოვეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment