ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით 206 500-მა ადამიანმა პირველად ჩააბარა დოკუმენტები რომლითაც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვს. ეს რაოდენობა 15%-ით მეტია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მონაცემი. ამის შესახებ ინფორმაციას DW-ისრუსული გამოცემა მედიაჯგუფ Funke-ზე დაყრდნობით წერს.
მონაცემები ეყრდნობა ევროკავშირის ქვეყნების ყოველთვიურ ანგარიშებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ დიდი რაოდენობის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი შესაძლოა ასევე მიუთითებდეს შემდგომში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლების ტენდენციისკენ, ვინაიდან 2018 წელს მიგრანტთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში თავშესაფარს ეძებდა ჯამში 11%-ით შემცირდა.
გამოცემის ცნობით, მაძიებელთა განცხადებებს შორის სულ მცირე მეოთხედი ისეთი ქვეყნებიდან არის, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ძირითადად კი, ლტოლვილთა რაოდენობა იზრდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან და ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან.
თავშესაფრის მაძიებელთა შორის განსაკუთრებით ლიდერობენ ადამიანები სირიიდან, ვენესუელიდან და ავღანეთიდან
imedinews.ge
No comments:
Post a Comment