Pages

Monday, July 8, 2019

გიორგი გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა-ამის შესახებ ინფორმაცია „რუთავი 2“-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება თვითრეგულირების ორგანომ მიიღო
„რუსთავი-2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.). გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე"- ნათქვამია ტელეარხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.
"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.
გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment