რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.
"აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია "ედინაია როსიას" ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის, ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე", - განაცხადა დუმის დეპუტატმა.
რუსული მედია მიიჩნევს, რომ მსგავსი ინციატივები რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაწყებული პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რომელიც "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავისი მონოლოგით "დააგვირგვინა", სადაც რუსეთის პრეზიდენტს უშვერი სიტყვებით აგინა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მთელი დღეა გაბუნიას გამოსვლას სხვადასხვა რუსული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები ეხმაურებიან:
დამოუკიდებელი ჟურნალისტის იულია ვიტიაზევას თქმით, "ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება, რადგან იმ უტიფარმა რუსეთის პრეზიდენტს გარდაცვლილი მშობლები აგინა...".
"კარგი იქნებოდა, რომ ეს ადამიანი რუსეთში ჩამოიყვანონ..." - ამბობს კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი.
რამდენიმე რუსული გამოცემის ცნობით, მათაც ჰყავთ "თავიანთი გაბუნიები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ."
ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი Telegram-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ასეთი უტიფრობის შემდეგ, "არავის აქვს ილუზია მაღალი ქართული კულტურის, სტუმართმასპინძლობის, საერთო ღირებებულებისა და სახალხო დიპლომატიის შესახებ".
"ეს არ არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტის პროვოკაციული ნაბიჯი, ეს არხის პოზიციაა. დაუჯერებელია, რომ არხის ხელმძღვანელობამ დე-ფაქტოდ მაინც არ მისცა დასტური მას ამ ბინძურ წერილზე... რუბლით უნდა დავსაჯოთ. ავიამიმოსვლა უკვე შეწყვეტილია. ტურისტული ნაკადი შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია" - წერს სოლოვიოვი თავის გვერდზე. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას ქართული პროდუქციისთვის ბაზრის დახურვა შესთავაზა.
Эхo Москвы-ის მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის თქმით, ეს იყო "ამაზრზენი გამოსვლა", თუმცა სწორია, როდესაც ამბობენ, რომ როგორც რუსეთში დმიტრი კისილევის (РОССИЯ СЕГОДНЯ-ს გენერალური დირექტორი, რომელიც დასავლურ მედიაში მიკერძოებულ და არაკეთილსინდისიერ ჟურნალისტად მიიჩნევა) განსჯას არ აქვს აზრი, ასევე არ შეიძლება გიორგი გაბუნიას განსჯა საქართველოში".
ტელეწამყვან ოლგა სკაბევას განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან განხეთქილება არ სურდა, ამიტომაც მოჰყვა მათი მხრიდან ასეთი შეფასებები გაბუნიას მონოლოგს. "საქართველოში იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან" - მიაჩნია ჟურნალისტს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment