სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს ვაზაგაშვილების სასარგებლოდ 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. სახელმწიფომ განმცხადებელს ეს თანხა 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.
2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კორტების მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.
საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის განაჩენი უცვლელად, ძალაში დატოვა.
იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული მისი შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment