Pages

Monday, July 8, 2019

რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ეს სიტუაცია არა მხოლოდ შემაშფოთებელია. აღშფოთებული ვარ იმ სიბინძურით, რისი უფლებაც თავს მსხვილმა ტელეკომპანიამ მისცა. ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა პრეზიდენტ პუტინს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი და სავაჭრო ემბარგოსა და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, - განაცხადა ჯაბაროვმა Russia Today-სთან საუბარში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.
„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.
გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment