ქართველმა კონკურსანტმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინაში საბავშვო "ვოისი" მოიგო. ქართველი ბიჭი შოუს მეხუთე სეზონის გამარჯვებულია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
12 წლის რუისელი ბიჭუნა ფინალამდე ძალებს არ იშურებდა და ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის, თავისი ნიჭიერებით თავი შეაყვარა უკრაინელ მსმენელსა და ჟიურის წევრებს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
საბოლოოდ შედეგმაც არ დააყოვნა - ის გამარჯვებულია, თუმცა არ სჯეროდა, რომ 12 წლის ბიჭი, უცხო ქვეყანაში ამდენს შეძლებდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქართველმა კონკურსანტმა სუპერფინალის მეორე ეტაპზე სელინ დიონის ჰიტი All By Myself შეასრულა, რის შემდეგაც უკვე გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.ქართველი კონკურსანტი ერთ-ერთ ინტერვიუში დაგვპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ კომენტარს AMBEBI.GE-სთან გააკეთებდა და პირობა შეასრულა - პირველ ემოციებზე ალექსანდრე ზაზარაშვილი ჩვენი მკითხველისთვის საუბრობს:
"არ მჯერა, რომ გავიმარჯვე, მაგრამ ასეა! ლამის ცუდად გავხდი, არ მეგონა, ამდენი ადამიანი თუ ხმას მომცემდა და როდესაც თქვეს, - „ვოისის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული გახდააა... ტექსტი გააგრძელეს, გულში ჩემს სახელს ვიმეორებდი... შემდეგ, როცა წამყვანმა ალექსანდრე ზაზარაშვილი გამოაცხადა, თავს ვეღარ ვიწყნარებდი!
როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე ასეთი სიყვარული?
- ალბათ იმით რომ ძალიან უბრალო ვარ, - ასე მგონია.
მერე ხმა და ვოკალური მონაცემებიც მოეწონათ და როგორც ჩემი მენტორი ამბობს ხოლმე - საშა არის უმაგრესი მომღერალი და ამასთან, ძალიან უბრალო ბიჭი, რომელმაც მსოფლიო შეძრა.
მოკლედ, უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. მადლობა ყველას დაფასებისთვის და მხარდაჭერისთვის... ჩემი წარმატებით გახარებულ უკრაინელებს რომ ვუყურებ, უფრო მეტად ვივსები სიხარულით," - უთხრა AMBEBI.GE-ს უკრაინული საბავშვო "ვოისის" გამარჯვებულმა.
როგორც ალექსანდრემ ამბობს, პირველი მილოცვა ოჯახის წევრებისგან მიიღო და მას მერე მილოცვები არ წყდება. წარმატებულმა ბიჭუნამ უკვე ბევრი შემოთავაზებაც მიიღო ამა თუ იმ პროექტიდან, პროდიუსერებისგან, თუმცა ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს. ალექსანდრე უკრაინაში აგვისტოს ბოლომდე დარჩება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment