დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა აწუხებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ძლიერი სიცხის გამო ნიუ-იუორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რადგან კლიმატური პირობების გამო სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში გაუქმდა ყველა ღონიძიება, რაც უქმეებზე იყო დაგეგმილი.
გამოცემის ცნობით, ადამიანებს ძირითადად ძლიერი სიცხე აშშ-ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში აწუხებთ. მათ შორის გაუსაძლისი სიცხეა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში და ვაშინგტონში. ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.
აშშ-ის ამინდის ნაციონალური სასმსახურის (NWS) ცნობით, ძლიერი სიცხე და ტენიანობა იწვევს სითბურ სტრესს ან მზის დარტყმას. ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების სპეციალური ზომები დაიცვან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment