ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს, ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. თემაზე სტატია BBC-მ რამდენიმე მაგალითსა და კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე-ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს ჩატარებული კვლევა აძლევს.
კვლევის მონაწილე 157 ადამიანიდან უმეტესობა ამბობს, რომ უპირატესობას მათ მიერ შერჩეული მუსიკის მოსმენას ანიჭებენ.
ექსპერიმენტის მონაწილეებს დამამშვიდებელი საშუალება მიაღებინეს, მეორე ჯგუფს კი ბრიტანული ბენდის მუსიკა მოასმენინეს-შედეგად პაციენტის შფოთვა ორივე მხარეს იდენტურ დონეზე შემცირდა, ამტკიცებენ მკვლევარები.
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიინა გრაფი ამბობს, რომ მუსიკა ტვინს ემიციური ფონისგან ათავისუფლებს და ახალისებს ნერვულ სისტემას.
„ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ, თავიანთ სამყაროში კომფორტულად იგრძნონ თავი და მთლიანად აკონტროლონ ის“. - ამბობს პროფესორი.
No comments:
Post a Comment