ბერლინში ათასობით ადამიანი სამთავრობო კვარტლის ცენტრალურ ტერიტორიაზე შეიკრიბა და ირანის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ქმედებები გააპროტესტა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და საჰაერო ბუშტები და გააპროტესტეს ირანში სიკვდილით დასჯა და ციხეებში წამება.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "ძირს რეჟიმი" და დასავლეთს მოუწოდებდნენ არ აწარმოოს მოლაპარაკებები თეირანთან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment