Pages

Sunday, July 7, 2019

თომას დე ვაალი: ჟენევის ფორმატი უუნაროა

აფხაზეთის პოლიტიკური მომავლის საკითხი კვლავ გადაუჭრელია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს არ შესწევს ძალა, გაუმკლავდეს მისი სტატუსისა და უსაფრთხოების თემას, ამ შინაარსის მოხსენება ოკუპირებული აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობაზე კარნეგის ფონდის ანალიტიკოსმა თომას დე ვაალმა მოამზადა. 
„კავკასიის საკითხების მკვლევარი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის იზოლაციის საკითხი გაღრმავდა, რადგან მის მფარველ მოსკოვთან ურთიერთობები ხშირად დაძაბულია, რუსული დახმარება მცირდება და გარე სამყაროსთან კავშირის მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი რჩება.  
თბილისთან ურთიერთობის მთავარ ხაზად რჩება ენგურჰესის ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც შესაძლოა, ენერგო საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზეზად იქცეს.   
აფხაზეთის პოლიტიკა კონკურენტუნარიანია, თუმცა მონო-ეთნიკურ ჩარჩოებში, რომელშიც სხვა თემს როლი არ გააჩნია და გალში, ქართველები დისკრიმინაციის წინაშე არიან.
ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირის პარალელურად, ჯანდაცვის და განათლების სისტემა ინვესტიციებს საჭიროებს“, - წერს ანალიტიკოსი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment